როგორც იცით, 26 მარტიდან ფორმულა 1-ის ჩემპიონატმა ოფიციალურად სტარტი აიღო. პირველი გრან პრი ავსტრალიაში გაიმართა, რომლის გამარჯვებული სებასტიან ფეტელი გახდა. ჩემპიონატის მორიგი გაჩერება ჩინეთია. დაპირებისამებრ, 20-ვე გრან პრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია Setanta Georgia ქართულ ენაზე გააშუქებს! 8 აპრილს, საკვალიფიკაციო ეტაპის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 10:55 საათზე დაიწყება, ხოლო გრან-პრი 9 აპრილს, 09:55 საათზეა ჩანიშნული.

აქვე გთავაზობთ ფორმულა 1-ის მთლიანი სეზონის განრიგს

  • 9 აპრილი – ჩინეთი
  • 16 აპრილი – ბაჰრეინი
  • 30 აპრილი – რუსეთი
  • 14 მაისი – ესპანეთი
  • 28 მაისი – მონაკო
  • 11 ივნისი – კანადა
  • 25 ივნისი – ევროპა (აზერბაიჯანი)
  • 9 ივლისი – ავსტრია
  • 16 ივლისი – ბრიტანეთი
  • 30 ივლისი – უნგრეთი
  • 27 აგვისტო – ბელგია
  • 3 სექტემბერი – იტალია
  • 17 სექტემბერი – სინგაპური
  • 1 ოქტომბერი – მალაიზია
  • 8 ოქტომბერი – იაპონია
  • 22 ოქტომბერი – აშშ
  • 29 ოქტომბერი – მექსიკა
  • 12 ნოემბერი – ბრაზილია
  • 26 ნოემბერი – აბუ დაბი

სად შეიძლება Setanta Georgia ყურება?

სპორტული ტელეარხი ხელმისაწვდომია მაგთის IP ტელევიზიაზე, მაგთისატზე, გლობალ TV-ზე და მე-7 არხის საკაბელო ტელევიზიაზე.

აღსანიშნავია რომ, გარდა Formula 1-სა, Setanta Georgia მაყურებელს მთელი წლის მანძილზე სთავაზობს ისეთი საინტერესო სპორტული ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლაციებს, როგორებიცაა: იტალიის ”სერია ა”, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, UFC და სხვა საინტერესო პირველობები.