გავრცელებული ინფორმაციით, BMW თავის პოპულარულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ სპორტქარ i8-ს მეორე თაობას წარმოებისთვის ამზადებს. ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ ახალი ავტომობილი, პირველ თაობაზე მეტად იქნება ორიენტირებული დინამიკურ მახასიათებლებზე.

ახლანდელი i8-ს შემთხვევაში, 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავის და ორი ელექტრო ძრავის ჯამური სიმძლავრე 362 ცხენის ძალას აღწევს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ Porsche 911-ის საბაზო ვერსიის მსგავსი მახასიათებლები ჰქონდეს. გამოცემა Automobile Magazine-ს ინფორმაციით, მეორე თაობის i8-ს განკარგულებაში 750 ცხენის ძალა იქნება, რაც მას სუპერ ავტომობილების დონეზე აიყვანს.

BMW-i8-Concours-dElegance-Edition-5

იმავე გამოცემის ინფორმაციით, ახალი i8 ბაზარზე 2022, ან 2023 წელს გამოვა. მის აღჭურვილობაში აღარ შევა შიდაწვის ძრავი. ავტომობილის მოძრაობას კი სამი, მაღალი ბრუნვების მქონე ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს. ახალი ტიპის ელემენტების ბლოკის დახმარებით, ავტომობილის სვლის სიშორე 480 კილომეტრს მიაღწევს, ეს კი ახლანდელი i8-ს ანალოგიურ მაჩვენებელზე მხოლოდ 10 კილომეტრით ნაკლებია.

BMW-i8-Concours-dElegance-Edition-4

ახალი ძალური დანადგარის გარდა, მეორე თაობის i8 სრულ ამძრავიანი ავტმობილი იქნება ოთხივე მართვადი ბორბლით და მომენტის განაწილების სისტემით. ამ ყველაფრის წყალობით, ამ ავტომობილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ელექტრული სუპერქარი.