Nissan-ი წარმოებისთვის ამზადებს მეორე თაობის პატარა ქროსოვერ Juke-ს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. გარეგნული ცვლილებების გარდა, ახალი ჯუკი მყიდველს ბევრ სხვა სიახლესაც შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურებსაც.

ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას, Nissan-ის დირექტორმა შირო ნაკამურამ განაცხადა, რომ ახალი Juke-ს იგივე პროპორციები ექნება, რომელიც პირველი თაობისას აქვს. გარეგნობაშიც მათ ბევრი საერთო ექნებათ. ამასთან, იაპონური კომპანიის სხვა მოდელებისგანაც გაიზიარებს სტილისტურ ელემენტებს. მაგალითად, წინიდან მას Qashqai-ს მიამსგავსებთ, მაგრამ საერთო ჯამში, დამახასიათებელი უკანა ფარებისა და ბორბლების ზორბა თაღების წყალობით, მასში Juke-ს იოლად ამოიცნობთ.

Nissan-Juke-UK-production-16

ახალი Juke-ს საფუძვლად აღებულია სრულიად ახალი მოდულური პლატფორმა, რომელიც Renault-Nissan-ის ალიანსის მიერ არის შემუშავებული. ის არის ახლანდელ არქიტექტურაზე მსუბუქი და მტკიცე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მისი წარმოებას უფრო იაფი დაჯდება. ახლანდელთან შედარებით, ახალი პლატფორმა სიგრძეშია გაზრდილი, რისი წყალობითაც, უკანა სავარძლების მგზავრთა ფეხებისთვის ადგილიც გაზრდილია.

პლატფორმის გარდა, სიახლეებია ძრავების გამაშიც. ესაა 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავი, 1.5-ლიტრიანი დიზელი და ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომლის სიმძლავრეც 190 ცხენის ძალას აღწევს. მოგვიანებით, გამას შესაძლოა ჰიბრიდული აგრეგატიც დაემატოს.

ახალიJuke-ს  სალონი უფრო ხარისხიანი და რბილი მასალებით გაეწყობა, რომლებიც კომფორტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეკიპირებაში შევა ახალი ინფოტაინმენტ სისტემა, რომელიც Apple CarPlay-სთან და Android Auto-სთან თავსებადი იქნება.