რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები აპრილში 8.5 პროცენტამდე, 121 272 ავტომობილამდე შემცირდა. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში, რუსული ბაზრის ყველაზე უარესი მაჩვენებელია. ეს არის პირდაპირი შედეგი ეკონმიკური კრიზისისა, რომელიც ნავთობზე ფასის კლებამ და უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებამ გამოიწვია.

ევროპის ბიზნესების ასოციაციის (AEB) ინფორმაციით, წლის პირველი ოთხი თვის გაყიდვები 15 პროცენტით, 440 583 ავტომობილამდე შემცირდა. ასოციაციის ავტომწარმოებელთა კომიტეტის თავმჯდომრე იორგ შრაიბერი ამბობს, რომ რუსული ავტობაზარი, ფსკერისკენ თანდათან და მტკივნეულად ეშვება. მისივე თქმით, გაყიდვების აბსოლუტური მაჩვენებელი, ათწლიან მინიმუმზეა დასული.

არადა, კრიზისამდ რუსული ავტობაზარი წელიწადში საშუალოდ 10 პროცენტით იზრდებოდა და იყო მომენტი, როცა ამ მაჩვენებლით, გერმანიასაც კი გაუტოლდა. კრიზისმა ყველაზე მეტად სწორედ საავტომობილო ბაზარი დააზარალა, რამაც ბაზრიდან ზოგიერთი მწარმოებლის გასვლაც კი გამოიწვია.

შარშან გაყიდვები 36 პროცენტით, 1.6 მილიონამდე შემცირდა. AEB-ის გათვლებით, წელს კლება 4.7 პროცენტი იქნება. როიტერსის ინფორმაციით, რუსული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადილერო ქსელის მქონე ჯგუფ Rolf-ის გაყიდვები წელს 10 პროცენტით დაეცემა. მსგავს სიტუაციაში ბაზრის ყველა მონაწილეა.