ლას ვეგასში გამართულ სპეც ეკიპირების შოუზე (SEMA), რომელიც მსოფლიოში ტუნინგის უდიდესი გამოფენა, ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი, ატელიე Roush Performance-ს მიერ მომზადებული Ford Focus RS იყო, რომელმაც სპეციალისტების და დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Roush-ის ავტომობილი, Focus RS ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტუნინგგამოვლილი ვერსიაა. თუ Focus RS-ის „სტანდარტული“ 2.3-ლიტრიანი ეკობუსტი 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, Roush-ის ინჟინრებმა ცხენების რემა 500-მდე გაზარდეს. ამისათვის მათ ძრავის ცილინდრების ახალი ბლოკი გამოიყენეს, რომელიც Ford Performance-მა მიაწოდა. გარდა ამისა, შეიცვალა ძრავის მართვის ელექტრონიკის პროგრამა.

roushs-500-hp-ford-focus-rs-2

გარდა ამისა, შეიცვალა ძრავის გაგრილების სისტემა. ავტომობილს აქვს ახალი, პერფორირებული სამუხრუჭე დისკოები, რომლებიც უფრო ეფექტურ შენლებას უზრუნველყოფენ. ავტომობილი ახალი საკიდარით აღიჭურვა, რომელიც სამ განსხვავებულ პოზიციაში რეგულირდება. ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც Continental-ის წარმოების ExtremeContact Sport საბურავებით არის შემოსილი.

რაც შეეხება გარეგნობას, Roush-ის Focus RS-ს ამშვენებს წინა დიდი ზომის სპლიტერი, რომელიც ბამპერთან ორი სამაგრი ბერკეტით არის დაკავშირებული. უკან კი დიდი ანტი ფრთა და დიფუზორი განლაგდა. კაპოტს აქვს ჰაერის გამომშვები ჭრილები, რომლებიც ძრავის სეგმენტის უკეთ გაგრილებას უწყობს ხელს.

ლას ვეგასის შოუზე „რუშს“ არ დაუკონკრეტებია ამ ავტომობილის მომავალი. სავარაუდოდ, ის მას კლიენტს სტანდარტული Focus RS-ისთვის დამატებითი პაკეტის სახით შესთავაზებს.