ნიკო როსბერგმა ზედიზედ მესამედ მოიგო მონაკოს დიდი პრიზი, ამას კი თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის სარბოლო გუნდის შეცდომას უნდა უმადლოდეს, რამაც ჰამილტონს ნაღდი გამარჯვება დააკარგვინა. ბრიტანელი დისტანციის დიდ ნაწილს დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის შემდეგ, ბოქსში მეორე პიტსტოპზე უხმეს. როსბერგმა და სებასტიან ფეტელმა რბოლის ერთი პიტსტოპით დასრულება ამჯობინეს და მოგებულებიც დარჩნენ.

Formula One World Championship

Formula One World Championship

უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე 65-ე წრეზე გამოვიდა, როცა მე-10 ადგილზე მყოფ რომენ გროჟანს უკნიდან მაქს ფერსტაპენი დაეჯახა. ფერსტაპენმა ინციდენტამდე ორი საინტერესო და იმავდროულად, სახალისო მანევრი შეასრულა, რომელმაც გაათამამა და როგორც ჩანს, საბოლოოდ ცუდი სამსახური გაუწია: ის კიმი რაიკონენს ჩაუდგა კვალში, რომელმაც წრეზე გაასწრო. მალე მასთან ერთად, კარლოს საინსს და ვალტერი ბოტასს დაეწია. კიმი ამ ორივეს წრეზე ასწრებდა, რის გამოც, სტიუარდებმა საინსს და ბოტასს ლურჯი დროშები აუფრიალეს. ამათაც „ფერარის“ პილოტს გზა დაუთმეს, მასთან ერთად კი ფერსტაპენიც „გაეპარათ“.

წინ გროჟანი იყო, რომელსაც ფერსტაპენის ეშმაკობის შესახებ რადიოთი აცნობეს. ფრანგმაც დროულად აღკვეთა თინეიჯერი მრბოლის „თავხედობა“. მაგრამ ფერსტაპენი მადაზე იყო მოსული და საკმაოდ აგრესიულადაც უტევდა გროჟანს. მოსახვევ სენ დევოში, სლიპსტრიმით დაეწია კიდეც, მაგრამ ვერ გათვალა და როცა ფრანგმა მოსახვევის წინ ტემპი დააგდო, მას უკნიდან შეეჯახა. გროჟანმა გზის გაგრძელება შეძლო, ფერსტაპენი კი გზის პირას განლაგებულ დამცავ ზღუდეს შეეჯახა. ბედად, ტრავმას გადაურჩა. მაგრამ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

Petronas-Sponsor

ეს ფინიშამდე 13 წრით ადრე მოხდა. ჰამილტონს, ვინც დამაჯერებლად ლიდერობდა, გუნდმა მეორე პიტსტოპზე უხმო. ტრასაზე დაბრუნებულ ჰამილტონს როსბერგმა და ფეტელმა გაასწრეს და მაშინვე აშკარა გახდა, რომ ბრიტანლმა გამარჯვება დაკარგა. „გამარჯვება დავკარგე, რა მოხდა ბიჭებო“, – ესღა ჰკითხა გაოგნებულმა ჰამილტონმა თავისიანებს, რაზეც აბდა-უბდა პასუხი მიიღო. ფაქტი იყო, რომ გუნდმა შეცდომა დაუშვა. ჰამილტონმა ფეტელის გასწრება კი სცადა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

მალე მას უკნდან დანლ რიკარდ წამოეწია, რომელმაც ასევე სცადა შეტევა, მაგრამ არც მას გამოუვიდა და ფინიშამდე წინ თანაგუნდელი დანილ კვიატი გაუშვა. საქმე ისაა, რომ ავსტრალიელი სუპერ რბილი რეზინით ასპარეზბდა, რისი წყალობითაც, კიმი რაიკონენს გაასწრო. სხვათა შორის, გასწრებისას ფინელს ოდნავ უბიძგა კიდეც, თუმცა სტიუარდებმა წესის დარღვევა არ დააფიქსირეს. ამის შემდეგ, მას კვიატმა გზა დაუთმო – სუპერ რბილებით რიკარდოს ჰამილტონთან ბრძოლის საშუალება ექნებოდა. მაგრამ ესეც ასეთივე რეზინით იყო და ვის რას დაუთმობდა. ჰოდა, რიკარდომაც კვიატს მეოთხე პოზიცია უკან დაუბრუნა.

მონაკოს დიდი პრიზი

მონტე კარლო, დისტანცია 260.520 კმ (78 წრე, 3.340 კმ)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:49:18.420
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:04.486
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:06.053
  4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 00:11.965
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:13.608
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:14.345
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:15.013
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:16.063
  9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 00:23.626
  10. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:25.056
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:26.232
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:28.415
  13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 00:31.159
  14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:45.789
  15. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  16. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 2 წრე
  17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 2 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)                       15 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)                       36 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)           70 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო – 1:18.063, 74-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 126
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 116
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 98
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 60
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 42
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 39
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 35
  8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 17
  9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 16
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 16
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 11
  12. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 9
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 6
  14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 6
  15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 5
  16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 4
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 0
  18. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 0
  19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 0
  20. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 0

გუნდები

  1. მერსედესი 242
  2. ფერარი 158
  3. უილიამს-მერსედესი 81
  4. რედ ბულ-რენო 52
  5. ზაუბერ-ფერარი 21
  6. ფორს ინდია-მერსედესი 17
  7. ლოტუს-მერსედესი 16
  8. ტორო როსო-რენო 15
  9. მაკლარენ-ჰონდა 4
  10. მენორ-ფერარი 0

Petronas-Sponsor-Footer