თავისი ცათამბჯენების, უზარმაზარი მოლების და ხელოვნური კუნძულების გარდა, დუბაი იმითაცაა გამორჩეული, რომ იქ პოლიციის ნაწილი, სუპერ ავტომობილებით გადაადგილდება. უმაღლესი კლასის სასტუმროები კი თავიანთ კლიენტებს ლიმუზინ-ტაქსებით ასეირნებენ.

უფრო მეტიც, ქალაქში მუშაობს დენტალ კლინიკა „სეიმდეი“, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ კლიენტს ერთ დღეში უკეთებს იმპლანტანტს. ამისთვის კლინკა  უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს. ახალი კბილის დაყენებას სულ რაღაც, ექვსი საათი სჭირდბა. მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რაც კლიენტის კმაყოფილებას იწვევს. ესაა „როლს როის გოსტი“, რომლითაც კლინიკა თავადვე მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე.

„სეიმდეი“ მთელს ემირატებში ცნობილი დენტალ კლინიკაა და კლიენტი ისედაც არ აკლია, მაგრამ მისი მფლობელები თვლიან, რომ კლიენტს ღიმილი მანამ უნდა მოჰგვარონ, სანამ ამის საბაბს ახალი კბილი მისცემს. ოღონდ, კლიენტი თავად წყვეტს, სჭირდება თუ არა „როლსით“ მომსახურება. ის დარეკავს კლინიკაში, თავის ადგილსამყოფელს ამცნობს და დაელოდება. მალე მის სახლთან ან ოფისთან „როლს-როის გოსტი“ მივა, რომელიც კლიენტს კლინკამდე მიიყვანს, მკურნალობის შემდეგ კი უკანვე დააბრუნებს.