ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ, თავის მფლობელ BMW-ს დაარსებიდან ასწლოვანი იუბილეს აღსანიშნად, დევიზით „ვიჟნ ნექსტ 100“ (მომდევნო საუკუნის ხედვა) კონცეპტუალური მოდელი 103EX შეიმუშავა, რომელიც მომავლის ავტომობილზე მისი ინჟინრების ხედვას წარმოგვიდგენს.

კონცეპტუალური ავტომობილი უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. მას რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის მასალებით, ხელით დაამზადებენ და სრულად ავტომატური სისტემით აღჭურვავენ. Rolls-Royce ირწმუნება, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, მყიდველს მაქსიმალურად ჩართავს ავტომობილების შემუშავების და აგების პროცესში, რაც საბოლოო პროდუქტს კიდევ უფრო მეტ ექსკლუზიურობას მიანიჭებს.

103 EX OΑΥ Rolls-Royce VISION NEXT 100_16

Rolls Royce-ს განმარტებით, მომავალში დაუბრუნდება საავტომობილო წარმოების საწყისებს, როცა ერთ შასიზე, ავტომობილებს განსხვავებული სტილის ძარებით ამზადებდნენ. ეს ინდუსტრიაში ეგრეთ წოდებულ ქოუჩბილდინგის (ძარების) ტიპის წარმოებას დააბრუნებს.

„როლს-როისის მფლობელი, მომავალშიც გამორჩეულ ფიგურად დარჩება. კომპანიის მომავალი ასწლეულის ხედვა, ჩვენი კლიენტების ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, მათი ცხოვრების წესი და მუდმივი მეგზური გახდება“, – ამბობს Rolls-Royce-ს დიზაინის დირექტორი ჟილ ტეილორი.

jameslipman.com

რა თქმა უნდა, 103EX-ის სალონ თავის მგზავრებს უმაღლესი დონის კომფორტს სთავაზობს. თუმცა, აქ ყველაზე მეტად თვალში საცემი ისაა, რომ შიგნით ვერ ნახავთ საჭის რგოლს და ავტომობილის მართვის სხვა საშუალებებს. ამ საქმეს სისტემა „ელენორი“ გააკეთებს, რომელიც რეალურად, ავტომობილის ავტონომიური მართვის სისტემების კომპლექსია. ამ დანიშნულების გარდა, ის ვირტუალური მდივანი-ასისტენტიც უნდა იყოს და მგზავრებთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს.

მგზავრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდების საშუალება იქნება გამჭვირვალე OLED ეკრანი, რომელიც საქარე შუშის ადგილს დაიკავებს. ასეთ ციფრულ გარემოში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ანალოგური საათი, რომელიც ბრიტანული კომპანიის ავტომობილების განუყოფელი ნაწილია. სალონში შესასვლელიც განსხვავებულია. მას საბრძოლო თვითმფრინავის სტილის სანთლის მსგავსი შესასვლელი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ სალონში თავისუფლად მოხვდეთ და იქიდანაც თავისუფლად გამოხვიდეთ.

103 EX OΑΥ Rolls-Royce VISION NEXT 100_26

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს 28-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც ხელით დამზადდება და 65 ინდივიდუალური ნაწილისგან აწყობა. ბორბლები დახურულ ფოსოებში მოთავსდება, რაც ავტომობილს მომავლის კატამარანის გარეგნობას მიანიჭებს.

დაბოლოს, ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე, ელექტრული ძალური დანადგარით აღიჭურვება. „როლს-როისში“ აცნობიერებენ, რომ მომავალ ასწლეულში V12 ძრავები დავიწყებას მიცემა.