იტალიური გამოცემა „ილ მესაჯერო“ იტყობინება, რომ ენცო ფერარის ავტობიოგრაფიულ ფილმში, რომლის სახელიც იქნება „ფერარი“, მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო შეასრულებს. სავარაუდოდ, ფილმის პრემიერა მომავალ წელს გაიმართება. ფილმი ლეგენდარული კომენდატორეს ცხოვრების იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვა ავტოსპორტის და ავტოინდუსტრიის ისტორიაში. ფილმის რეჟისურით, კლინტ ისტვუდია დაინტერესებული.

„ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ექსტრაორდინარული ადამიანის როლის თამაში, რომელმაც საავტომობილო სამყაროში რევოლუცია მოახდინა. და მოღვაწეობდა სრულიად განსხვავებულ, ფაშიზმისა და დემოკრატიის, ომისა და ეკონომიკური აღმავლობის პერიოდებში“, – „ილ მესაჯეროსთან“ საუბრისას ამბობს დე ნირო.

ENZO_FERRARI_1

ფილმის პროდიუსერია კომპანია „ტრაივორლდ სინემას“ მფლობელი, ჯანი ბოცაკი, ვისაც პარტნიორობას დე ნიროს კომპანია „ტრიბეკა ენტერპრაისიზი“ გაუწევს. რაც შეეხება ისტვუდს, მას რეჟისორობა შესთავაზეს და თავადაც დაინტერესებულია ამ სამუშაოთი, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, სცენარს გაეცნობა. სავარაოდოდ, ფილმის გადაღება მალე დაიწყება.

ბოცაკის თქმით, ეს იქნება მაღალბიუჯეტიანი ფილმი, რომელიც ფერარის ცხოვრების განსხვავებულ პერიოდებზე, მის წარმატებებსა და წარუმატებლობებზე, პირად ტრაგედიაზე მოგვითხრობს. მათ შორის, მოთხრობილი იქნება ისტორია შვილის, დინოს დაღუპვის შესახებ. ენცოს დინო განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ ის მძიმე დაავადებამ 1956 წელს, 24 წლისა იმსხვერპლა…