ამერიკულმა კომპანია „ჰოუ ენდ ჰოუ ტექნოლოჯიზმა“, რომელიც ძმების, ჯეფ და მაიკ ჰოუს მიერაა დაარსებული, ახალი მუხლუხებიანი მანქანა, „რიპსოუ EV2“ შეიმუშავეს, როელსაც „მდიდრული სუპერ ტანკი“ უწოდეს. ავტომობილის სახელში აბრევიატურა EV არ ნიშნავს ელექტრომობილს და ის იშიფრება, როგორც ექსტრემალური მანქანა.

კომპანია თავის ქმნილებას „სუპერ ტანკს“ ტყუილად არ უწოდებს. მანქანა მანევრულობით და ყველგანმავლის თვისებებით გამოირჩევა. ის აღჭურვილია დიზელის მრავალცილინდრიანი ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას აქვს კომფორტული ორადგილიანი ინტერიერი, წინ დამაგრებული ჯალამბარი, შუქდიოდური ფარები და დაკიდების სისტემა, რომლის ვერტიკალური სვლაც 300 მილიმეტრს აღწევს. ამასთან, მისი ორი კარი „თოლიას ფრთის“ სტილში იღება.

Ripsaw EV2-7

ამერიკული კომპან თავისი „სუპერ ტანკის“ არც ზუსტ მახასიათებლებს და არც ფასს ჯერ არ აქვეყნებს. თუმცა აცხადებს, რომ ის შეკვეთებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. ყოველ შემკვეთს მუხლუხებიანი მანქანისთვის ეკიპირების შერჩევა თავად შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, „რიპსოუ EV2-ს“ ფასი მინიმუმ 100 000 დოლარი იქნება.

„რიპსოუ EV2-ს“ ყოველი ეგზემპლარი ხელით აიწყობა, რასაც დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. მართალი, ტანკს რბილი მუხლუხები აქვს, მაგრამ კომპანიას მასზე საერთო სარგებლბის გზებზე ექსპლუატაციისთვის საჭირო ლიცენზია არ მიუღია.