ამერიკულმა კომპანია Rezvani-მ თავის მოდელ Beast-ის ახალი, უფრო ხელმისაწვდომი ვერსია, Beast Speedster-ი შეიმუშავა. ამ ავტომობილსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა აქვს და უფრო სუსტი ძრავითაა აღჭურვილი. ამის წყალობით, მისი ფასი, 26 000 დოლარით შემცირდა. თუმცა, მაინც თავისი კლასის Porsche Boxster Spyder-ზე თითქმის 57 000 დოლარით ძვირია.

ახალი ავტომობილიც იმავე Honda Civic Si-ს ოთხცილინდრიანი (ერთრიგა), მექანიკურ დამჭირხნიანი 2.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც უფრო მძლავრი სპიდსტერი. ოღონდ, ძრავის სიმძლავრე, 500-დან 300 ცხენის ძალამდე შემცირდა. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი მუშაობს.

300HP-Beast-Speedster-1

სპორტულ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა, სულ რაღაც, 3.5 წამში შეუძლია, ეს კი სუპერ ავტომობილების „ტერიტორიაა“. და ეს მაინც 0.8 წამით მეტია 500-ცხენისძალიანი „ბისტ სპიდსტერის“ აჩქარებაზე. ასეთი ტემპერამენტის გამოვლენში, ავტომობილს საშუალებას მისი მცირე წონა ეხმარება – ის მხოლოდ 748 კილოგრამს იწონის.

RezvaniBeast-Speedster-34

„ჩვენ გვინდოდა, სწორხაზოვან სიჩქარეზე მეტად, აქცენტი სისხარტეზე გადაგვეტანა. 500-ცხენისძალიანი „ბისტისგან“ განსხვავებით, „სპიდსტერის“ ძირითადი თვისება მანევრულობა და კარგი მართვადობაა“, – ამბობს კალიფორნიული კომპანიის დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ფერის რეზვანი, ვინც წარმოშობით ირანიდანაა.

300HP-Beast-Speedster-2

„სპიდსტერს“ „ბისტისგან“ სალონიც განსხვავებული აქვს. იქ ტყავის ნაცვლად, სავარძლები, საჭის რგოლი და გადაცემათა საფეხურების შესაცვლელი ბერკეტი, კარბონის ბოჭკოთი შემოსეს. ორივე სავარძელი, უსაფრთხოების ოთხწერტილოვანი ღვედებით აღიჭურვა. სენსორული ეკრანის ნაცვლად, მაჩვენბლების დაფაზე ძველებური ალგორითმული მაჩვენებლები დაბრუნდა, რომლებიც „არიელ ატომისგან“ აიღეს.

„რეზვანის“ ერთი ავტომობილის წარმოებისთვის 8-12 კვირა სჭირდება. კომპანია წელსვე ამ ავტომობილის კიდევ ერთი ვერსიის შემუშავებას აპირებს.