ლიხტენშტაინური კომპანია nanoFlowcell-ი მოლაპარაკებას რამდენიმე საავტომობილო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რისი მიზანიც, მისი რევოლუციური ტექნოლოგიის მასობრივ წარმოებაში დანერგვაა. ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ კვანტურ ტექნოლოგიაზე, რომელიც ელექტრომობილისთვის ელექტრო ენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს.

კომპანიის შეფი ჰუჩო ლა ვეკია ამბობს, რომ უკვე გამოიკვეთა ავტოკომპანია, რომელიც ახალი ტექნოლოგიით უკვე დაინტერესდა. თუმცა ის ამ კომპანიას არ აკონკრეტებს. მხოლოდ იმას გვიმხელს, რომ ლაპარაკი არაა გერმანულ კომპანიაზე. ლა ვეკიას თქმით, სერიული ელექტრომობილი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით აღიჭურვება, წარმოებისთვის მზად ოთხ-ხუთ წელიწადში იქნება.

nanoflowcell-quantino-1

nanoFlowcell-მა თავისი პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად QUANT e-Sportlimousine, ჟენევის 2014 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. ეს ავტომობილი ოთხი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 653 ცხენის ძალაა, პიკური სიმძლავრე კი 925 ცხენის ძალას აღწევს. ძრავებისთვის ენეერგის გამომუშავება, ელექტროლიტურ ელემენტებშ ხდება. ავტომობილს აქვს ელექტროლიტების ორი ავზი, რომლებიდანაც სამუშაო ნივთიერება ელემენტებს ტუმბოს დახმრებით მიეწოდება. ელემენტი მემბრანით ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომელთა შორისაც იონების გაცვლა ხდება. ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომლის პროდუქტიც არის ელექტრო ენერგია. ის სუპერ კონდენსატორებში გროვდება, საიდანაც ძრავებს გადაეცემა.

nanoFlowcell-მა თავისი მეორე კონცეპტუალური მოდელი, სახელად Quantino, ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა, მოგვიანებით კი მისი გაუმჯობესებული ვერსიაც გაგვაცნო. ლიხტენშტაინური კომპანია თავის მომავალ პარტნიორს სწორედ მესამე ვერსიის წარმოებას სთავაზობს. ამ ავტომობილს უკვე საგზაო ტესტებიც აქვს გავლილი, რომელთა დროსაც, 74 კმ/სთ საშუალო სიჩქარით, საწვავის შეუვსებლად, 14 საათი იარა.