…მაგრამ ბაზარი არაა მზად იმისათვის, რომ ეს პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც საწვავის ძალიან მცირე ხარჯით გამოირჩევა, წარმატებული იყოს. ამის შესახებ, სპეციალურად მოწყობილ პრეს კონფერენციაზე, „რენოს“ წარმოების მთავარმა მენეჯერმა, ჟერომ შტოლმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის გზებზე მოარული ავტომობილების მხოლოდ 1 პროცენტია ჰიბრიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ „რენოს“ მთავარი ბაზარი, არასაკმარისად დიდია, რომ „ეოლაბის“ წარმოება რენტაბელური იყოს. არადა, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ბაზრები, „რენოს“ გაყიდვებსა და მოგებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

Renault-Eolab-concept-at-2014-Paris-Motor-Show-2

ამ მხრივ, გაცილებით უკეთეს პოზიციაშია „ტოიოტა“, რომელიც თავის პოპულარულ ჰიბრიდ „პრიუსს“, ისეთ ბაზრებზე ჰყიდის, როგორებიცაა შტატი კალიფორნია, მთელი ამერიკა და იაპონია. შესაბამისად, „პრიუსმა“ უკვე რამდენიმე თაობა გამოიცვალა და იაპონური კომპანია, ამ სახელით უკვე ავტომობილების მთელ ოჯახს აწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის აგრეგატებითაცაა აღჭურვილი და რომლებსაც განსხვავებული ძარებიც აქვთ.

„ეოლაბის“ წარდგენისას ითქვა, რომ ამ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად, საშუალოდ ერთი ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ანუ, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც „ფოლკსვაგენის“ რეკორდსმენ XL1-ს. „ეოლაბის“ ჰიბრიდულ სისტემაში შევიდა ბენზინზე მომუშავე, სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 75 ცხენის ძალას და 95 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მაგრამ ამ ძრავის ერთადერთი დანიშნულება, გენერატორთან ერთად, ელექტრო ენერგიის გამომუშავებაა. ავტომობილის გადაადგილებას კი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრე 67 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი – 200 ნიუტონმეტრი.

Renault-EOLAB-Concept-1423

კონცეპტუალური ავტომობილისთვის, „რენომ“ ელემენტების მცირე ბლოკი გამოიყენა, რომლის ტევადობაც 6.7 კილოვატსაათია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 60 კილომეტრის გავლა შესძლოს. მაქსიმალური სიჩქარე 120 კილომეტრია საათში. ელემენტებში ენერგიის ამოწურვისთანავე, საქმეში შიდაწვის ძრავი ერთვება, რომლის დახმარებითაც გამომუშავებული ენერგია ელემენტებში გროვდება, რაც სვლის სიშორეს ზრდის.