ზედიზედ ოთხი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, „რედ ბულს“ რთული პერიოდი აქვს. ავსტრიული გუნდი შარშან თუ კიდევ ახერხებდა გამარჯვებას, ამ სეზონში ლამის თავისი უმცროსი ნათესავის, „ტორო როსოს“ ჩრდილში მოექცეს. რა თქმა უნდა, გუნდს გააჩნია იმის პოტენცალი, რომ მოუმატოს, მაგრამ მისი ამბიციებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის ეს სეზონი უკვე ჩამოწერილია.

დანიელ რიკარდოს, რომელმაც გასულ სეზონში სამი რბოლის მოგება შეძლო, მონაკოს რბოლის წინ, მხოლოდ 25 ქულა აქვს და პილოტების კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზეა. მის წინ, სამი გუნდის – „მერსედსის“, „ფერარის“ და „უილიამსის“ პილოტები არიან და ახლანდელი მდგომარეობით, მათი დაწევა ოზ მრბოლს ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს, თავად რიკარდო ამბობს, რომ ამ სეზონის მანქანა ყველა კომპონენტში აგებს მეტოქეებთან.

Bull

„გასულ სეზონში ჩვენ სიმძლავრე გვაკლდა, მაგრამ ამ ნაკლს სწრაფ მოსახვევებში ვინაზღაურებდით. ვფიქრობ, ზგერთ კომპონნტში გაუმჯობესება ვერ შევძელით. ყველგან რაღაც გვაკლია ლიდერებამდე, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ამჯერად ძლიერი მხარეები არ გვაქვს, რაც გარკვეული სისუსტეების მეტნაკლებად ანაზღაურების საშუალებას მოგვცემდა“, – ამბობს რიკარდო.

ადრე „რედ ბულის“ ყველაზე ძლიერი მხარე აეროდინამიკა იყო. სწორედ ამის ხარჯზე, შედარებით სუსტი ძრავის მიუხედავად, გუნდი ყველას სჯობდა და ოთხი ტიტულიც მოიპოვა. ამჯერად „რედ ბული“ აეროდინამიკაშიც ვერაა მოწოდების დონეზე და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ პელოტონის შუაში გადაინცვლა, რაც მისთვის კრახის ტოლფასია. და თუ სეზონის მსვლელობისას მანქანის გაუმჯობესებას ვერ მოახერხებენ, მათ „ლოტუსიც“ უკან ჩამოიტოვებს.

Petronas-Sponsor-Footer