Land Rover-ი გეგმავს, რომ BMW X6-ის, Mercedes-Benz GLE Coupe-ს და Porsche Macan-ის მყიდველთა ნაწილი გადაიბიროს. ბრიტანული კომპანია კუპეს სტილის უგზოობის კუპეს გამოშვებას აპირებს, რომელსაც Range Rover-ის მარკით გაჰყიდის.

ბრიტანული გამოცემა Autocar-ი იტყობინება, რომ Land Rover-ი მივიწყებულ სახელ Velar-ს აღადგენს. გამოცემა ასევე აქვეყნებს ახალი ავტომობილის ესკიზს. სხვათა შორის, 1960-იანების ბოლოს, სწორედ ამ სახელით დამზადდა პირველი „რეინჯ როვერის“ საიდუმლო პროტოტიპები.

Jaguar Land Rover-მა სავაჭრო ნიშან Velar-ზე უფლება შარშან დაიმკვიდრა. მასთან ერთად, დაეუფლა ნიშნებს I-Pace და I-Type, რომლებიც უკვე გამოიყენა ელექტრულ ქროსოვერისა და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სარბოლო ავტომობილისთვის, რომელიც ფორმულა E-ს სერიაში მონაწილეობს.

მისი წარმოების შემთხვევაში, Velar-ი Range Rover-ის ოჯახში, Evoque-სა და Range Rover Sport-ს შორის ადგილს დაიკავებს. მას ექნება დახრილი სახურავი და შესაბამისად, სპორტული სილუეტი. მის ბაზისად გამოიყენებენ Jaguar Land Rover-ის ალუმინის არქიტექტურას, რომელზეც ბაზირებული „Jaguar F-Pace. და ამ უკანასკნელის მსგავსად, ის მეტწილად ასფალტზე სამოძრაოდ იქნება ორიენტირებული, ვიდრე უგზოობაზე.

ძრავების გამაში შევა ბენზინის და დიზელის ოთხ და ექვსცილინდრიანი ძრავები. ასევე SVR-ვერსიაზე შესაძლოა გამოიყენონ მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი V8. ადრეულ ინფორმაციებში იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ მყიდველს ავტომობილის ელექტრულ ვარიანტსაც შესთავაზებენ. თუმცა უფრო რეალურია ვერსია ჰიბრიდული დანადგარით, რომელშიც 3.0-ლიტრიანი V6 დიზელი შევა.

„ავტოქარის“ ცნობაში ნათქვამია, რომ „ლენდ როვერი“ ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებს, რომელიც მარტში გაიმართება.