ლენდ როვერმა კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი მოაწყო, რომლის მთავარ გმირადაც, პაიკს პიკის რეკორდსმენი, თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილი, რეინჯ როვერ სპორტ SVR შემოგვთავაზა. მოქმედება ყინულოვან გზაზე განვითარდა. საჭესთან კომპანიის კეთილი ნების ელჩი, ბენ სონდერსი დაჯდა, ვისაც ინსტრუქტაჟი რალის მრბოლმა მინა სილანკორვამ ჩაუტარა. თავგადასავალი კი ბრიტანულ ავტოდრომ სილვერსტოუნის კონფიგურაციის ყინულოვან ანალოგზე ჩატარდა, რომელიც გაყინულ ტბაზე მოეწყო.

2015 Range Rover Sport SVR Arctic 06

„მართლაც საოცარი დღე მქონდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მანქანა ყინულზე ვმართე და ოთხ ბორბალზე გადაადგილებით მიღებული სიამოვნება. რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს მართლა საოცარი შესაძლებლობები აქვს. ყინულიან მოსახვევებში კი მისი მართვა მართლა განსაცვიფრებელი იყო“, – ყვება ბენ სონდერსი, ვისაც ყინულოვან სილვერსტოუნზე რბოლისას, სისტემა „ტერეინ რესპონს 2“ ეხმარებოდა.

ეს სისტემა იმითაა გამორჩეული, რომ ავტომობილის ელექტრონულ სისტემებს უნისონში ამუშავებს და მათ ავტომატურად, საგზაო პირობების შესაბამისად მომართავს. მას შეუძლია მუდმივ სრულ ამძრავიან რეჟიმში მუშაობა. გარდა ამისა, ავტომობილს ორსაფეხურიანი სატრანსფერო კოლოფი აქვს. სისტემა წინა და უკანა ღერძებს შორის მომენტს 50/50 პროპორციით ანაწილებს. სისტემა Torque Vectoring-ი კი მუხრუჭების დახმარებით, ბორბლებზე მომენტს საჭიროების შესაბამისად ანაწილებს და საუკეთესო მართვას და ჩაჭიდებას უზრუნველყოფს.

2015 Range Rover Sport SVR Arctic 05

რეინჯ როვერ სპორტ SVR აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან წყვილში ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ს აღწევს.

ამ ავტომობილის პირველი მიღწევა ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე დაფიქსირდა, რომელიც 8 წუთსა და 14 წამში გაიარა. ეს კი ამ ტიპის ავტომობილებისთვის რეკორდული დროა.