სატუნინგო კომპანია Arden-ი წლების განმავლობაში მუშაობს Range Rover-ის ვერსიების შექმნაზე და ბევრი კლიენტიც ჰყავს. ამჯერად მისმა დიზაინერებმა ძარის ახალი კიტ კომპლექტი შეიმუშავეს, სახელწოდებით Spirit Special Edition, რომელიც მათივე AR 9 Range Rover-ის გაუმჯობესებული ვარიანტია.

arden-rr-ar9-spirit-special-edition-4

AR 9 Range Rover-ის სხვა ვერსიებისგან, ახალ ვერსიას პირველ რიგში, ფერი განასხვავებს, რომელსაც სახელად Arden Tobago Red შეურჩიეს. ატელიე ამბობს, რომ ამ ფერის მისაღებად, ძარა საღებავის მინიმუმ შვიდი ფენით დაიფარა. სწორედ ეს ანიჭებს ავტომობილს განუმეორებელ შეფერილობას, როგორც კი შუქზე გამოვა. საღებავს მექანიკური დაზიანებისა და გერემოს ზემოქმედებისგან, პლასტიკურ-ნანო აპკი იცავს, რომელიც ფერის დიდხანს შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ამ სპეც ვერსიის ძარის უფრო მეტი ელემენტი დამზადდა კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან. ესენია კაპოტი, გარე სარკეების კორპუსები, კარის სახელურები, გაგანიერებული საბორბლე თაღები და გვერდითი ჩანართები. ავტომობილი Arden-ისვე წარმოების 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლების საყრდენი წკირები შავია, სარტყელი კი – წითელი.

arden-rr-ar9-spirit-special-edition-2

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Spirit Special Edition-ის ძრავს ახალი მექანიკური კომპრესორი და ეფექტური გამოსაბოლქვი სისტემა ემსახურება, რისი წყალობითაც, ის 650 ცხენის ძალას და 800 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სალონში ყურადღებას იქცევს დალიანდაგებული სავარძლები, წითელი და შავი ფერის შეხამება, ასევე ალუმინის დეტალები, მათ შორის, სატერფულები, ასევე კარბონისგან დამზადებული დეტალები, რომლებიც წითელ ფერშია შესრულებული.