ბრიტანულმა კომპანია Radical-მა თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი საგზაო ავტომობილი, RXC Turbo 500R შეიმუშავა, რომელიც ექსტრემის მოყვარულებს, 700 ცხენის ძალით მიიზიდავს. ამ სარბოლო პროტოტიპის მსგავსი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა.

radical-rxc-turbo-500r-geneva-2

RXC Turbo 500R-ის საგზაოს გარდა, Radical-ი თავისი ახალი რაკეტის სარბოლო ვერსიასაც გამოუშვებს. საგზაო ვერსია კი ზაფხულში ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს მიაშურებს, სადაც საგზაო ავტომობილების წრის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება. ეს რეკორდი (6 წთ და 48 წმ) Radical-ისვე SR8-ს ეკუთვნის, რომელმაც ის 2009 წელს დაამყარა. საჭესთან მიხაელ ვერგერსი იჯდა.

RXC Turbo 500R სწორედ RXC-ს ვერსია Turbo-ს ბაზაზე არის შემუშავებული. მის ძრავს ემსახურევა ახალი ტურბინა, უშუალო და არაპირდაპირი შეფრქვევის სისტემები, რაც ძრავის სტანდარტულ ვერსიას 600 ცხენის ძალას ანიჭებს. გარდა ამისა, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, სიმძლავრე შეიძლება 100 ცხენითაც გაიზარდოს.

RXC Turbo 500R-ის ძარა მთლიანად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან არის დამზადებული, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა დაახლოებით 60 კილოგრამით, 1000 კილოგრამამდე შემცირდა. საწყისი ტირაჟი მხოლოდ 21 ავტომობილია, რაც სიმბოლურად, ნურბურგრინგის წრის სიგრძეს – 21 კილომეტრს აღნიშნავს.

radical-rxc-turbo-500r-geneva-6

radical-rxc-turbo-500r-geneva-5

radical-rxc-turbo-500r-geneva-3

radical-rxc-turbo-500r-geneva-1