10 ქვეყნის 14 გუნდი 9 ოქტომბერს ერთმანეთს ტრაპიზონში გაიცნობს და პორშეს მიერ ორგანიზებულ დაუვიწყარ თავგადასავალში ჩაერთვება. მონაწილეები 1550 კილომეტრს ახალი Porsche Cayenne S-ით გაივლიან. ღონისძიების მიზანიც სწორედ ამ ავტომობილის ტესტირებაა.

Porsche Performance Drive სტარტს ტრაპიზონში აიღებს. საქართველოში Porsche Cayenne S ბათუმს, თბილისსა და სტეფანწმინდას გაივლის და ტურს ბაქოში დაასრულებს 13 ოქტომბერს. ავტომობილს შესაძლებლობა ექნება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ყველანაირი წინაღობა გადალახოს და დაამტკიცოს, რამდენად კომფორტული, სწრაფი და სანდოა დიდ ქალაქსა თუ მთაში.

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილე გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული კი 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი!

საქართველოს გუნდი მე-8 ნომრით იასპარეზებს. ქეთევან ხუნწარია (Porsche center Tbilisi), შალვა ბუაჩიძე (Auto Bild Georgia), პაატა იაკობაშვილი (Rustavi 2), და აკო ახალაია (Marketer.ge) ამ დაუვიწყარი, ექსტრემალური და ადრენალინით სავსე თავგადასავლის მონაწილეები იქნებიან.

წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს გუნდს!

წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს 2013 წლის შეჯიბრიდან: