პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი ორი გრმანული კომპანია – Porsche და Mercedes-Benz-ი შტუტგარტის მახლობლადაა ბაზირებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ საწარმოო პროგრამებში, ერთი კლასის ავტომობილებიც შედის, მათ ერთმანეთთან „მეგობრული“ ურთიერთობა აკავშირებთ.

ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში, Porsche-მ მონაწილეობა მიიღო Mercedes-Benz-ის მოდელ 500E-ს შემუშავებაში. უფრო მეტიც, ამ ავტომობილს Porsche-ს როსლე-ბაუს საწარმოში ხელით აწყობდნენ და შემდეგ სამქიმიანების საწარმოში გადაჰქონდათ. ახლახანს ორმა შტუტგარტულმა კომპანიამ ახალი თანამშრომლობა წამოიწყო.

Por-Merc

მათ მოილაპარაკეს, რომ საკუთარი მუზეუმების (რომლებიც შტუტგარტში მდებარეობს) ვიზიტორებს საერთო ბილეთები შესთავაზონ. კერძოდ, Mercedes-Benz-ის მუზეუმის დამთვალიერებლებს, Porsche თავისი მუზეუმის ბილეთებს 25 პროცენტით იაფად მიჰყიდის და პირიქით. ასეთი წახალისებით, ორივე კომპანია საკუთარი მუზეუმების დამთვალიერებელთა რიცხვის გაზრდას იმედოვნებს.

ორივე მუზეუმში ზრდასრულთათვის ბილეთები 8 ევრო ღირს. ფასდაკლების შედეგად კი ფასი 6 ევრომდე შემცირდება. გარდა ამისა, მალე Porsche-ს მუზეუმში ადგილს დაიკავებს 1996 წელს გამოშვებული Mercedes-Benz W111 230 S, სამქიმიანების მუზეუმი კი ცუფენჰაუზენელი მეზობელ-მეტოქე-მეგობრის მიერ 1975 წელს გამოშვებულ 911 Carrera 2.7-ს უმასპინძლებს.