Porsche წარმოებისთვის ახალ სუპერ ავტომობილს ამზადებს, რომელიც მის სამოდელო გამაში, 911-სა და 918 Spyder-ს შორის ადგილს დაიკავებს. ბრიტანულ გამოცემა Car Magazine-ს ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სახელია 960, ეს იქნება საშუალოძრავინი სუპერქარი და ის ბაზარზე 2019 წელს გამოვა, სადაც კონკურენციას Ferrari 488 GTB-ს შემცვლელს გაუწევს.

პორშემ სახელი 960 ახლახანს თავის საკუთრებად დაარეგისტრირა. გერმანული კომპანია უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ეს სახელი თავისი ავტომობილისთვის სჭირდბა. სახელზე საკუთრების მიღებას კი იმით ხსნის, რომ უბრალოდ, მისი ფლობა სურდა. თუმცა შესაბამისი ავტომობილი მის საწარმოო პროგრამაში არ მოეპოვება. ოღონდ არ გამორიცხავს, რომ ოდესმე ამ სახელით ავტომობილის გამოშვებას გადაწყვეტს.

სხვა პასუხი არც იყო მოსალოდნელი, რადგან ახალი ავტომობილის გამოშვებამდე ჯერ დიდი დროა და ასე ადრე თავის სიახლეზე ინფორმაციას არ ავრცელებენ ხოლმე. სხვათა შორის, სანამ 960-ის ჯერი დადგება, Porsche-მ ჯერ ახალი თაობის 911 უნდა გამოუშვას, რომელიც მისთვის ყველა დანარჩენ მოდელზე მნიშვნელოვანია, თუნდაც იმდენი არ იყიდებოდეს, რამდენიც უგზობის Cayenne და Macan-ი.

და მაინც, დიდი ალბათობით, 960 შეზღუდული ტირაჟით გაიყიდება. ამით გერმანული კომპანია ამ ავტომობილს ექსკლუზიურობას მიაღწევს და მას მოგების მაღალი მარჟით გაჰყიდის. ინფორმაციის წყაროს ცნობით, 960 სულ 3-4 ათასი დამზადდება. ეს 918 Spyder-ის ტირაჟზე მეტია და საკმარისი იმისათვის, რომ სუპერ ავტომობილების ბაზრის ახალ სეგმენტში დამკვიდრდეს.