შვედურმა კომპანია Polestar-მა, რომელიც Volvo-ს ჯგუფში შედის და მისი მოდლების სპორტულ ვერსიებს უშვებს, ახალი კონცეპტუალური ავტომობილი – ჰიბრიდული კუპე Polestar One შეიმუშავა, რომელიც მის გამაში ეგრეთ წოდებული ჰალო ქარის როლს შეასრულებს. მისი პრემიერა შანჰაიში გაიმართა.

Polestar One არის ორადგილიანი გრანდ ტურერი, სალონში სავარძლების 2+2 კონფიგურაციით. ის ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. და როგორც კომპანია ირწმუნება, მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, დაახლოებით 150 კილომეტრის გავლა შეუძლია.

Polestar One აგებულია Volvo-ს მასშტაბირებად (მოდულურ) არქიტექტურაზე, მაგრამ როგორც კომპანია აცხადებს, ახალი ავტომობილის 50 პროცენტი სრულიად ახალია და საკუთარი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული. სიახლეებს შორისაა Öhlins-ის მუდმივად კონტროლირებად ელექტრონული დაკიდების სისტემით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, მისი ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. ის მსუბუქიცაა და გრეხვითი დატვირთვებისადმი ავტომობილის მედეგობას 45 პროცენტითაც ზრდის.

Polestar One სრულ ამძრავიანი ავტომობილია. მის წინა ბორბლებს ოთხ ცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი აგრეგატი ატრიალებს, უკანებს კი ორი ელექტრო ძრავი ემსახურება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 218 ცხენის ძალაა. ელექტრული სვლის სიშორით, ეს ავტომობილი ჰიბრიდებს შორის ყველაზე შორსმავალია.

კომპანია აცხადბს, რომ ამ კონცეპტის სერიულიუ ვერსიის წარმოებას 2019 წელს დაიწყებს. ავტომობილს ჩინთის ქალაქ ჩენდუში, Polestar-ის ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ამჟამად შენდება. გაყიდვები მხოლოდ შეკვეთებით მოხდება, მყიდველი მხოლოდ ინტერნეტით შეძლებს შეკვეთის მიცემას, უფრო სწორედ, გამოიწერს. ამასთან, წინასწარი დეპოზიტის ნაცვლად, ავტომობილის ფასის, მომსახურების, დაზღვევის და ოპციების ფასს შეკვეთისთანავე, სრულად გადაიხდის.

გარდა ამისა, Polestar-ი აცხადებს, რომ მისი შემდგომი ავტომობილები სრულად ელექტრული იქნება. მათ შორისაა საშუალო ზომის Polestar 2, რომელსაც კომპანია ასევე 2019 წელს გამოუშვებს და რომელიც Tesla Model 3-ის პირდაპირი კონკურენტი გახდება. Polestar-ის მესამე ავტომობილი კი საშუალო ზომის უგზოობის მოდელი გახდება, რომელსაც სახელად Polestar 3-ს დაარქმევენ.