ჟენევის მოტორ შოუზე, Pinfinarina-მ ახალი კონცეპტუალური ავტომობილი გამოფინა, რომელსაც პრემიერამდე „არაჩვეულებრივ კონცეპტქარად“ მოიხსენიებდა. ასეც არის, ავტომობილი წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი, გარეგნობით კი სუპერ ავტომობილის და სარბოლო პროტოტიპის ერთგვარი ნაჯვარია. კონცეპტის სახელია H2 Speed, ანუ წყალბადზე მომუშავე სწრაფი ავტომობილი.

pininfarina-h2-speed-concept-geneva-1

კონცეპტუალური ავტომობილი, თავისი გარეგნობის შესაბამისი, ექსტრემალური გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 4 700 მილიმეტრია, სიგანე 2 000 მილიმეტრი, სიმაღლე 1 087 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 900 მილიმეტრია. როგორც სახელოვანი ატელიეს ტრადიციებს შეეფერება, ავტომობილი ეფექტური გარეგნობით გამოირჩევა და იმავდროულად, აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმები აქვს.

pininfarina-h2-speed-concept-geneva-5

თავისი კონცეპტის წარდგენისას, „პინინფარინამ“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის ფორმებზე მუშაობისას, მისმა დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ, ფორმულა ერთის შოუქარი Ferrari Sigma გამოიყენეს, რომელიც 1969 წელს, სწორედ „პინინფარინამ“ დაამზადა. H2 Speed-ის ფერებიც კი დასახელებული შოუქარისგან გაიზიარეს.

რაც შეეხება კონცეპტუალური ავტომობილის ძალურ დანადგარს, ის კომპანია GreenGT-მ შეიმუშავა, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტექნოლოგიებზე 2008 წლიდან მუშაობს. დანადგარში ორი ელექტრო ძრავი შევიდა, რომლებსაც ელექტრო ენერგიით 700 ცალი ფიჭური ელემენტისგან შემდგარი ბლოკი კვებავს. დანადგარის ჯამური სიმძლავრე 503 ცხენის ძალაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ 1 420-კილოგრამიანმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.4 წამში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღწევს.

ძრავთან წყვილში უსაფეხურო ტრანსმისია მუშაობს. გარდა ამისა, ავტომობილი მაბრუნი მომენტის განაწილების სისტემით და კინეტიკური ენერგიის (მუხრუჭების) რეკუპერაციის სისტემითაა აღჭურვილი. გარდა იმისა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვით გამოირჩევა, ის ხმაურსაც მინიმალურად გამოსცემს. როგორც Pinfinarina ამბობს, რომ ამ „ავტომობილის მიერ გამოცემული ხმაც კი, სიჩუმის ემოციასთან ახლოსაა და სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდანაა“.

pininfarina-h2-speed-concept-geneva-4

pininfarina-h2-speed-concept-geneva-2