მალე Opel-ის ქროსოვერების ოჯახს კიდევ ერთი, ახალი წევრი შეემატება, სახელად Grandland X. ამათგან ორის – Grandland X-ის და Crossland X-ის პრემიერა მომავალ წელს გაიმართება და ისინი MOKKA X-ის გვერდით დაიკავებენ ადგილს. უგზოობის ავტომობილისთვის დამახასიათებელი თვისებების გარდა, ორივე დინამიურობითაც იქნება გამორჩეული.

Grandland X-ი არის ავტომობილი ცხოვრების აქტიური სტილის მოყვარულთათვის. ის თავს კარგად გრძნობს უგზოობის პირობებში, გამოირჩევა სავარძლების შედარებით მაღალი განლაგებით, ირგვლივ კარგი ხედვით, სალონში იოლად შესვლა/გამოსვლით და მოზრდილი საბარგულით. ავტომობილის სტილში შეხამებულია სიმტკიცე და ელეგანტურობა, ინტერიერი კი კომფორტით და პრაქტიკულობით გამოირჩევა.

Grandland X გაამრავალფეროვნებს Opel-ის შეთავაზებას ყველაზე მოთხოვნად, კომპაქტურ კლასში, სადაც პოპულარობით სარგებლობენ ევროპის 2016 წლის საუკეთესო ავტომობილი Astra და ახალი შვიდადგილიან Zafira.

„სახელი Grandland X მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს თავგადასავლების მოყვარულთან, რომელიც ყოველთვის მზადაა რაღაც ახლის აღმოსაჩენად, ივლის ქალაქში, თუ სოფლად. ჩვენი ახალი ქროსოვერი ფანტასტიურად გამოიყურება და შეუძლია Opel-თან ახალი მომხმარებლების მოზიდვა“, – ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის შეფი ტინა მიულერი.

Grandland X არის რიუსელსჰაიმელთა ახალი გეგმის ნაწილი, რომელიც 2016-2020 წლებში 29 ახალი ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს. ის ევროპული ბაზრის განსაკუთრებით სწრაფად მზარდ სეგმენტში (ქროსოვერების და SUV-ების) გაიყიდება, რომლის წილიც წლიურ გაყიდვებში, 2007 წლის 7 პროცენტიდან, 2017 წლის 20 პროცენტამდე გაიზრდება.

Crossland X ბაზარზე მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. ეს იქნება B სეგმენტის ავტომობილი. რაც შეეხება Grandland X-ს, მისი ბაზარზე გამოსვლა შემოდგომაზეა დაგეგმილი და ის C სეგმენტში გაიყიდება.