Opel/ Vauxhall-ს კომპაქტურ კონცეპტუალურ კუპე GT-ს წარმოების საკითხი არ გადაუწყვეტია, თუმცა General Motors-ის ევროპული შტო არ მალავს, რომ ამ ავტომობილის სტილის ცალკეული ელემენტები, სერიულ ავტომობილებზე გადაინაცვლებს. მათ შორის კი პირველი ახალი Insignia იქნება.

Opel-GT-Concept-6

გერმანულ-ბრიტანული კომპანიის დიზაინის ხელმძღვანელმა მარკ ადამსმა გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა, რომ GT-ს ისეთი სტილისტური ელემენტები, როგორებიცაა რადიატორის ცხაური და გლუვი ფორმები, „სხვა სერიულ მოდლებზეც გადაინცვლებს“. რადგან „სხვა სერიულ მოდელებს“ ამბობს, ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ თვითონ GT-საც მალე ვიხილავთ „ოპელის“ და „ვოქსოლის“ გამაში.

Opel-GT-Concept-11

„სხვა მოდელებიდან“ კი პირველი ალბათ მეორე თაობის ინსინია იქნება, რომელსაც წელსვე ვიხილავთ. შესაძლოა, ეს პარიზის მოტორ შოუზე მოხდეს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. რაც შეეხება GT-ს, მისი უკანა ამძრავიანი პლატფორმისთვის „ოპელი“ ალბათ პატარა ქროსოვერ „მოკას“ დიფერენციალს და საკიდარს გამოიყენებს.

„ვოქსოლის“ მმართველი დირექტორი რორი ჰარვი ამბობს, რომ კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია GT-ს წარმოების საკითხი. მისი თქმით, რამდენიმე ძირითადი მოდელის განახლების და ახალი თაობის გამოშვების დრო მოდის და ამ დროს პრიორიტეტად პატარა კუპეს წარმოების დაწყება მიზანშეუწონელია.