Opel-მა საავტომობილო მედიას თავისი სრულიად ახალი ავტომობილი, საქალაქო ქროსოვერი, სახელად Crossland X გააცნო. გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტო ტიზერი ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე გვიჩვენა, მის მსოფლიო პრემიერას 1 თებერვალს, ბერლინში გამართავს. მოგვიანებით, ავტომობილი ფართო საზოგადოების წინაშე, ჟენევის მოტორ შოუზე წარსდგება, რომელიც მარტში გაიმართება.

Crossland X არის რიუსელსჰაიმელთა ახალი, X-ოჯახის მეორე წევრი, უფრო პატარა ქროსოვერ Mokka X-ის შემდეგ. კიდევ ერთი მოდელი – კომპაქტური Grandland X, ამავე (ქროსოვერების) ოჯახს მოგვიანებით, წლის მეორე ნახევარში შეემატება. ორივე ახალი ავტომობილი არის ნაწილი იმ პროგრამისა, რომელსაც „ოპელში“ უწოდბენ „7-ს 17-ში“, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს კომპანია შვიდ ახალ ავტომობილს გამოუშვებს.

The new Opel Crossland X

Mokka X-სგან განსხვავებით, რომლის მყიდველსაც სურვილისამებრ, სრულ ამძრავიანი სისტემით აღჭურვილი ავტომობილის ყიდვა შეუძლია, Crossland X უფრო ქალაქისთვის განკუთვნილი ავტომობილია. მისი სიგრძე 4.21 მეტრია, ანუ ჰეჩბეკ Astra-ზე 16 სანტიმეტრით მოკლეა. სამაგიეროდ, მასზევე 10 სანტიმეტრით მაღალია. ამის წყალობით, ის მგზავრებს გაზრდილ კომფორტს და სივრცის უკეთ აღქმას სთავაზობს.

Crossland X უსაფრთხოების, კომფორტის და დამხმარე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ შორისაა ადაპტირებადი წინა განათება (AFL), რომლებიც LED ფარებითაა დაკომპლექტებული, 180-გრადუსიანი პანორამული უკანა ხედვის კამერა, რომელიც პარკირების დამხმარე სისტემას მოიცავს, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა, რომელსაც ფეხმავლების დაფიქსირებაც შეუძლია და ავტომატურ საგანგებო დამუხრუჭების სისტემასთან ერთად მუშაობს. ეკიპირებაში ასევე შევიდა მძღოლის თვლემისგან გამოფხიზლების სისტემა, ზოლში მოძრაობის დამხმარე, სიჩქარის ნიშნების ამომცნობი და უხილავი ზონების შემჩნევის სისტემები. გარდა ამისა, სალონის ეკიპირებაში შედის „ოპელ ონსტარ“, „ეპლ ქარპლეი“ და „ანდროიდ ავტო“ აპლიკაციები, რომლებიც „ინტელილინკ“ ინფოტაინმენტ ტექნლოგასთან არის თავსებადი. ამ ყველაფერს კი 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი ემსახურება.

The new Opel Crossland X

წინა ორივე სავარძელი AGR-სერტიფიცირებულია და საუკეთესო ერგონომიკით გაანბივრებს თავის მგზავრებს. აღსანიშნავია, რომ Opel-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მყიდველს ამ სეგმენტში ასეთ კომფორტს სთავაზობს. საბარგულის მოცულობა 410 ლიტრია, რაც ამ კლასის საუკეთესო მაჩვენაბელია. უკანა სავარძლების პოზიციის გრძივი რეგულირება, 150 მილიმეტრის სიგრძეზეა შესაძლებელი. ამით შეიძება ან ფეხებისთვის ადგილის გაზრდა, ან საბარგულის მოცულობის მომატება.

როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი, დირექტორი, კარლ-თომას ნოიმანი ამბობს, უგზოობის პატარა მოდელებზე მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება, Crossland X მისი კომპანიის მეორე ავტომობილია, რომელიც SUV-ის შესაფერისი გარეგნობით, პრაქტიკულობით და კავშირის საშუალებბით მოხიბლავს მომხმარებელს.

Opel-ი ჯერჯერობით ახალი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს არ ავრცელებს. მათ შესახებ უფრო მეტს ბერლინური წარდგენისას შევიტყობთ.