ჟენევაში დღეს გახსნილ საერთაშორისო მოტორ შოუზე, კონკურსმა „წლის საუკეთესო ავტომობილი“, გამარჯვებულად უახლესი Opel Astra დაასახელა. ევროპის 22 ქვეყნის 58 საავტომობილო თემაზე მწერალი ჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ, ახალ Astra-ს 309 ქულა მიანიჭა. მეორე ადგილზე Volvo XC90 გავიდა, რომელმაც 294 ქულა დაიმსახურა, 202 ქულით მესამეზე კი Mazda MX-5 გავიდა.

Car of the Year 2016: The new Opel Astra

საპატიო ჯილდო „2016 წლის საუკეთესო ავტომობილი“, Opel-ის მთავარ აღმასრულებელს, დოქტორ კარლ-თომას ნოიმანს, კონკურსის პრეზიდენტმა ჰაკან მატსონმა გადასცა. ცერემონია ჟენევის შოუს პრესის დღის გახსნისთანავე გაიმართა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე, Astra-ს გარდა, კიდევ შვიდი ახალი ავტომობილი იყო გასული. სულ კი კონკურსში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ახალმა ავტომობილმა მიიღო, რომელთა შორისაც, კომპაქტების გარდა, პრემიუმ კლასის სედანები, უგზობის ავტომობილები და სპორტული როდსტერებიც იყო.

„ახალი Astra არის Opel-ის ისტორიის ახალი ეპოქის დასაწყისი და კონკურს „წლის საუკეთესო ავტომობილის“ მოგება ადასტურებს, რომ სწორ გზას ვადგავართ. ამასთან, წამყვანი საავტომობილო ჟურნალისტების მხრიდან ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება, ჩვენთვის დიდი პატივია“, – დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა ნოიმანმა.

კონკურს „წლის ავტომობილის“ ბოლო რვა გამოშვებაში, Opel-ის სამმა ავტომობილმა შეძლო გამარჯვება. ახალ Astras, რომელიც ბაზარზე გასულ ოქტომბერში გამოვიდა, უკვე მოგებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორებიცაა „სეიფტიბესტ 2015“ და „ოქროს საჭე 2015“. გარდა ამისა, ევრო NCAP-ის ქრეშ ტესტებში, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.

opel-astra-wins-2016-euro-coty-6

Astra-ს ხუთკარიანი და უნივერსალისძარიანი ვერსიები ახალ, მსუბუქ არქიტექტურაზეა დაფუძნებული. ავტომობილს მამოძრავებელი ძალით, ახალი თაობის დიზელის და ბენზინის ძრავები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილის ეკიპირებაში შესულია სმარტფონის ინტეგრაციის და პირადი კავშირის საშუალებები (Opel OnStar). ასევე, Astra აგრძელებს თავის ტრადიციას, რომელიც კომპაქტურ სეგმენტში ისეთ საშუალებათა დანერგვას ითვალისწინებს, როგორებიც ადრე მხოლოდ უფრო მაღალ სეგმენტებში იყო ხელმისაწვდომი. ამჯერად ასეთია შუქდიოდური მატრიცული განათების სისტემა IntelliLux-ი.

opel-astra-wins-2016-euro-coty-3

კონკურსი „წლის ავტომობილი“ 1964 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში, Opel-ის ავტომობილების ის ხუთჯერ აქვთ მოგებული. მათ შორის პირველი იყო Opel Kadett E (1985 წელს). ორი წლის შემდეგ საუკეთესოს სახელს Omega A დაეუფლა. 2009 წელს ევროპის საუკეთესოს წოდება უახლესმა Insignia-მ მოიპოვა, 2012 წლის გამარჯვებული კი პლაგ-ინ ჰიბრიდული Ampera გახდა.

კონკურსში დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: 189 ქულით მეოთხე ადგილი Audi A4-ს ერგო, მეხუთეზე 163 ქულით Jaguar-ის სედანი XE გავიდა, 147 ქულით მეექვსეა Skoda Superb-ი, მეშვიდე ადგილზე კი 143 ქულით BMW 7-Series დარჩა.