Opel-მა თავის ახალ ელექტრომობილ Ampera-e-ს გაყიდვები პირველ რიგში ნორვეგიაში დაიწყო, რის შემდეგაც მას ევროპის სხვა ქვეყნების მყიდველებსაც შესთავაზებს. გაყიდვების დასაწყებად, სკანდინავიური ქვეყნის არჩევა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მისი ბაზარი ყველაზე მეტადაა ფოკუსირებული ელექტრომობილებზე.

Ampera-e არის აწ უკვე გერმანული კომპანიის ყოფილი ნათესავის, Chevrolet-ს ელექტრომობილ Bolt EV-ს რებრენდირებული ვერსია. მისი სვლის სიშორე ევროპული NEDC-ის ციკლით, 500 კილომეტრია. ამერიკული EPA-ს ვერსიით, Chevy Bolt EV-ს სვლის სიშორე „მხოლოდ“ 380 კილომეტრია.

„ოპელი“ აცხადებს, რომ Ampera-e-ს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ნორვეგიის შემდეგ, ის ასევე გერმანიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის და შვეიცარიის ბაზრებზეც შევა. ამ ქვეყნების არჩევა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ იქ განვითარებულია დასამუხტი წერტილების ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში, ელექტრომობილების პოპულარიზაციაზე ზრუნავენ.

General Motors-ი თავის Bolt EV-ს დღიურად 100 ცალს აწარმოებს და მისი მიწოდბა უკვე დაიწყო კალიფორნიასა და ორეგონში. წარმოების დაწყებიდან, უკვე 2 000-ზე მეტი პატარა ელექტრომობილი აქვს გამოშვებული. ანალიტიკოსთან ვარაუდით, გენერლები წელს დაახლოებით 23 000 „ბოლტს“ გაჰყიდიან.

რაც შეეხება ნორვეგიას, მისი მოსახლეობა 5.1 მილიონს შეადგენს, თუმცა იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი ელექტრომობილი იყიდება. კერძოდ, ქვეყანაში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა უკვე ასცდა 100 000 ერთეულს. მალე იქაური ავტოპარკის დაახლოებით 25-30 პროცენტი ელექტრომობილები იქნება.