ამერიკელმა ინჟინერ-მექანიკოსმა ნორმან ტიმბსმა ეს უჩვეულო ავტომობილი მარტომ, 1948 წელს დაასრულა. ის იმდენად გამორჩეული და თავისებური იყო, რომ პოპულარული ჟურნალების – „მოტორ ტრენდის“, „მექანიკს ილუსტრეიტედის“, „პოპულარ მექანიკსის“ და „მოტორ ლაიფის“ პირველ გვერდებზე დაიბეჭდა. ავტორმა თავისი შედევრის შექმნას, რომელსაც ამერიკულ ჰოტ როდად მოიხსენიებდნენ, ორ წელზე მეტი დრო მოანდომა.

Norman E. Timbs Buick Streamliner5

ტიმბსმა ავტომობილის მზიდი ნაწილი ფოლადს ჩარჩოს სახით დაამზადა, ძარისთვის კი ალუმინი გამოიყენა. რაც შეეხება დიზაინს, ავტორმა შთაგონების წყაროდ, ლეგენდარული Auto Union Typ C Stromlinie (1937) და იმავე წლის Mercedes-Benz W25 Avus Stromlinie გამოიყენ. სხვათა შორის, ეს ორი ავტომობილი, ყველა დროის უსწრაფეს სარბოლო (დიდი პრიზის კლასის, როგორებიცაა ფ1-ის ბოლიდები) ავტომობილების სიაში დღესაც შეჰყავთ – 1937 წლის აფუსის რბოლისას, მათი სიჩქარე 400 კმ/სთ-ს აღწევდა.

Norman E. Timbs Buick Streamliner11

ავტომობილი Buick-ის 8-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით აღიჭურვა, რის გამოც, ის დღესაც Buick Streamliner-ად მოიხსენიებენ. რა თქმა უნდა, ავტორს არ ჰქონდა იმის პრეტენზია, რომ მისი ქმნილება ისეთივე მძლავრი და სწრაფი იქნბოდა, როგორც გერმანული ვერცხლისფერი ისრები, რომელთა შემუშავებაც, თვით ადოლფ ჰიტლერის ხელდასმით და დაფინანსებით ხდებოდა. ტიმბსმა იმ დროისთვის მეტად დახვეწილი აეროდინამიკური ფორმები შექმნა. ამისათვის მან ჩამოვარდნილი წვეთის ფორმა გამოიყენა, რომელიც ყველაზე სრულყოფილ აეროდინამიკურ ფორმად (როცა სიჩქარე არაა ზებგერითი) არის მიჩნეული.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, Buick Streamliner საავტომობილო სამყაროდან გამქრალი იყო. 2002 წელს ის უდაბნოში, სავალალო მდგომარეობაში იპოვნეს. მერე კი ანტიკვარული ავტომობილების ცნობილმა რესტავრატორმა, დეივ კრუზმა 2010 წლის მონტერეის ელეგანტურობის კონკურსისთვის, პირვანდლი სახით აღადგინა…