ფორდმა თავის პრემიუმ მოდელ „მონდეო ვინიალესთვის“ ხმაურის ჩამხშობი სისტემა შეიმუშავა, რომელსაც სპეციალური სპიკერების დახმარებით, გარე ხმაურის სალონში არშეშვება შეუძლია. მეხუთე თაობის „მონდეო“ ისედაც ძალიან მაღალ დონეზეა აღჭურვილი, თუმცა პრემიუმ კლასს არ მიეკუთვნება. მაგრამ საშუალო ზომის სედანის მდიდრული ვერსია სწორედ პრემიუმ ავტომობილების მუშტრისთვისაა შემუშავებული და შესაბამისი ეკიპირების გარეშე, გერმანულ და ბრიტანულ კონკურენტებთან მეტოქეობა გაუჭირდება.

Ford-Mondeo-Vignale-6

ამიტომ ცისფერი ოვალი თანდათან ამდიდრებს იმ არსენალს, რომელსაც „მონდეო ვინიალეს“ კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შეუძლია. პირველ რიგში, ეს სალონის მდიდრულად გაწყობასა და კომფორტულობაზე აისახება. სწორედ კომფორტის დონის ასამაღლებლადაა შექმნილი ხმაურის ჩახშობის სისტემა, რომელიც „სონის“ ინჟინრების მიერაა შემუშავებული და გამართული. სისტემის სახელია „ექტივ ნოის სისტემ“ (ხმაურის აქტიურ სისტემა) და ის დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები.

„ხმაურის აქტიურ სისტემაში“ მთავარ როლს სამი მიკროფონი ასრულებს, რომლებიც სალონშია განლაგებული და იმ ხმაურს ახშობს, რომელიც ინტერიერში ძრავისგან და ტრანსმისიისგან შედის. მარტივად რომ ითქვას, სისტემა ხმაურის ტალღების საპირისპირო ტალღებს გამოსცემს, რომლებიც სალონისკენ მომავალ ტალღებს ანეიტრალებს. და რა თქმა უნდა, ეს ჩამხშობი ტალღები სრულებით არ აწუხებს მძღოლს და მგზავრებს.

Ford-Mondeo-Vignale-5

რა თქმა უნდა, ავტომობილის მგზავრების კომფორტი მხოლოდ „ხმაურის აქტიურ სისტემის“ ამარა არაა. „მონდეო ვინიალეს“ შემუშავების დასაწყისშივე, ინჟინრებმა გაითვალისწინეს, რომ სალონი გარე ხმაურისთვის ნაკლებად შეღწევად უნდა ყოფილიყო. მათი მიზანი, ვიბრაციების, ხმაურის და სიხისტის მინმიზაცია იყო. ამავე დანიშნულების მატარებელია სალონის შუშები, რომლებიც ხმაურის მნიშვნელოვან ნაწილს აფერხებს.

Ford-Mondeo-Vignale-1

გარდა ამისა, მაქსიმალურად გამოიყენეს ავტომობილის ძირის დამცავი ფარი, საბორბლე თაღების და უკანა კარების აკუსტიკური იზოლაციის შრეები. სხვათა შორის, „მონდეო ვინიალე“ არის ცისფერი ოვალის პირველი ევროპული ავტომობილი, რომელზეც სპეციალისტთა გუნდმა უცნაური სახელით, „ვიიქლ ჰარმონი“, იმუშავა. მის მოვალეობაში, სალონში ხმების შეღწევის ტესტირება, განათების შემოწმება და სალონში არსებული ზედაპირების ხარისხის შემოწმება იყო. ამისათვის მათ სპეციალურად შემუშავებული ინდიკატორები და სენსორები გამოიყენეს.

სხვათა შორის, ხმის ჩამხშობ სისტემას „ფორდი“ მალე თავის სხვა ავტომობილებზეც გამოიყენებს.

Ford-Mondeo-Vignale-7