პოპულარულ ვიდეო თამაშ Gran Turismo-ს გამოსვლიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია Nissan-მა თავის სუპერ ავტომობილ GT-R-ის ჯოისტიკით დისტანციურად მართვადი ვერსია შეიმუშავა. ამ ავტომობილით, GT  აკადემიის გამარჯვებულმა და ლე მანის 24-საათიანი რბოლის მონაწილე იან მარდენბორომ, ბრიტანულ სარბოლო ტრეკ სილვერსტოუნზე გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა.

ავტომობილი ოთხი რობოტით აღიჭურვა, რომლებიც საჭეს, ტრანსმისიას, მუხრუჭებს და აქსელერატორს მართავენ და შეერთებულია კომპიუტერთან, რომელიც თავის მხრივ, რადიოკავშირით PlayStation-ის მართვის სისტემა DualShock 4-თან არის დაკავშირებული. გარბენი სილვერსტოუნის ერთ-ერთ ყველაზე მოკლე წრეზე ჩატარდა.

ავტომობილის უკეთ გასაკოტროლებლად, მარდენბორო პატარა ვერტმფრენის სავარძელზე მოთავსდა და ავტომობილს ფრენისას მართავდა. პირველ ცდაზე, უჩვეულო ტანდემმა წრე 1 წუთსა და 17.47 წამში გაიარა და 122 კმ/სთ საშუალო სიჩქარე განავითარა. საუკეთესო შედეგი კი 211 კმ/სთ იყო.

„ეს ისეთი რამ იყო, რაც ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ გქონდეს. ექსპერიმენტის დროს, ჩემი ორი სამყარო გავაერთიანე – ვირტუალური თამაშების და მოტორსპორტის. ადრე მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდი. ჯოისტიკით ავტომობილის მრთვა უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა“, – ექსპერიმენტის შემდეგ განაცხადა მარდენბორომ.