Nissan-ი თავის უცნაურ, სამკუთხა ფორმის სამადგილიან სპორტულ კონცეპტუალურ ავტომობილ BladeGlider-ის სრულყოფაზე მუშაობას აგრძელებს. იაპონურმა კომპანიამ ამ სახელით კონცეპტი პირველად ტოიკიოს 2013 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. იმ ავტომობილისგან, ახალი ვერსია ნაკლებად აგრესიული სტილით და ტექნიკური აღჭურვილობით განსხვავდება.

ახალი BladeGlider-ის პირველი ჩვენება რიო დე ჟანეირუში, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე წარადგინეს. Nissan-მა გამოაცხადა, რომ ეს არის სრულიად ფუნქციონირებადი პროტოტიპი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ფორმულა 1-ის გუნდ Williams-ის შტო Advanced Engineering-ის სპეციალისტებმაც მიიღეს. მათ ძალური დანადგარი შეიმუშავეს.

RIO DE JAMEIRO, Brazil (August 4, 2016) - Nissan Motor Co., Ltd today unveiled the working prototype of its futuristic BladeGlider vehicle, combining zero-emissions with high-performance in a revolutionary sports car design. The vehicles, developed from concept cars first shown at the Tokyo Auto Show in 2013, have arrived in Brazil to symbolize future technologies that will combine Intelligent Mobility, environmentally friendly impact and sports-car driving capabilities.

ახალი ავტომობილი ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, თითოეულის სიმძლავრე 130 კილოვატს აღწევს და ისინი უკანა ბორბლება ატრიალებენ. მათ ენერგიით 220-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. ავტომობილი 1 300 კილოგრამს იწონის. მას ადგილიდან ასის აკრეფა 5 წამზე ნაკლებში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 190 კილომეტრი აქვს.

ძალურ დანადგარს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი აქვს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დრიფტის რეჟიმია. ერთ რეჟიმში კი ავტომობილი საუკეთესო მართვადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, BladeGlider-ს არ აქვს ჩვეულებრივი გარე სარკეები. მათ მაგივრად, უკანა ხედვის კამერებია გამოყენებული, რომელთა მიერ მიღებული გამოსახულებაც, საჭირს რგოლის ორივე მხარეს მოთავსებულ ეკრანებზე გამოისახება.

RIO DE JAMEIRO, Brazil (August 4, 2016) - Nissan Motor Co., Ltd today unveiled the working prototype of its futuristic BladeGlider vehicle, combining zero-emissions with high-performance in a revolutionary sports car design. The vehicles, developed from concept cars first shown at the Tokyo Auto Show in 2013, have arrived in Brazil to symbolize future technologies that will combine Intelligent Mobility, environmentally friendly impact and sports-car driving capabilities.

აპირებს თუ არა BladeGlider-ის სერიულ წარმოებას, ამაზე Nissan-ი ჯერ არაფერს ამბობს. Renault-Nissan-ის ალიანსის შეფმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ BladeGlider-ი არის ელექტრომობილი მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარს ავტომობილები. და ის გვიჩვენებს, თუ როგორი შეიძლება გახდეს მალე სპორტული ელექტრომობილი.

სხვათა შორის, იაპონური კომპანია BladeGlider-ის გამოშვებას წელს აპირებდა, მაგრამ ეს გეგმა შეიცვალა.