ნიკო როსბერგი ამბობს, რომ მერსედესის ფორმულა 1-ის გუნდში კიდევ „ბევრ წელიწადს“ გაატარებს. მან გუნდთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკება განაახლა და როგორც ახლახანს ნიკი ლაუდამ განაცხადა, შეთანხმება შორს არაა.

გერმანელი პილოტი სამქიმიანებში 2010 წელს გადავიდა და იქ უკვე მეშვიდე სეზონს ატარებს. მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და არ მალავს, რომ დარჩენა სურს. მოლაპარაკების საწარმოებლად, მან ფ1-ის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი გერჰარდ ბერგერი მიიწვია.

F1-Nico-Rosberg-1

ყველაფრის მიუხედავად, როსბერგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ის მთლიანდ რბოლებზეა კონცენტრირებული და ახალ კონტრაქტზე ნაკლებად ფიქრობს. მიმდინარე სეზონის პირველი რვა ეტაპის შემდეგ, ის თანაგუნდელსა და მთავარ კონკურენტ ლუის ჰამილტონს 24 ქულას უგებს.

„კონტრაქტი ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი საფიქრალი არაა. ასეა, რადგან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არავინ მაჩქარებს. აქ თავს კარგად ვგრძნობ და გუნდიც ჩემით კმაყოფილია. ამიტომ აქ კიდევ ბევრი წლით დარჩენას ვაპირებ. სულ ესაა და არც არავინ მაჩქარებს“, – ამბობს როსბერგი, ვისაც ამ სეზონში უკვე ხუთი გამარჯვება აქვს.

shell-for-web

ცოტა ხნის წინ, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განცხადა, რომ არც გუნდს და არც როსბერგს, ურთიერთთანამშრომლობის რაიმე ალტერნატივაზე სიტყვაც არ დასცდენიათ. მოლაპარაკების თაობაზე ვოლფი ამბობს, რომ ნიკოს ძალიან კარგი და გამოცდილი მრჩეველი ჰყავს, რომელსაც კარგი კონტრაქტების გაფორმება ეხერხება. მთავარი ისაა, რომ პილოტს თავის მომავალზე ფიქრი და ამით საქმისგან მოწყვეტა არ უწევს. „ჩვენ საინტერესო მოლაპარაკება გვაქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ ნიკოს და ჩვენ გაგრძელება გვსურს. ოღნდ, ცოტა მოთმინებაა საჭირო“, – ამბობს ვოლფი.

ცნობისათვის, ჰამილტონმა და „მერსედესმა“ კონტრაქტი გასულ სეზნში გააგრძელეს, რისი ძალითაც, ბრიტანელი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, გერმანულ გუნდში 2018 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

content-banner