Jaguar Land Rover-მა ახალი Defender-ის წარმოების დაწყება, რისი მიზეზიც, ახალი ავტომობილის სიცოცხლისუნრიანბასთან დაკავშირებული გაურკვევლობაა. თუმცა ამის მიუხედავად, ბრიტანულ კომპანიას მისი გამოშვება გადაწყვეტილი აქვს. როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ ყვება, Land Rover-ი აჟამად იმაზე ფიქრობს, თუ რა სახით შესთავაზოს მყიდველს Defender-ის შემცვლელი. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ავტომობილის წარმოების დაწყება სამი წლით იგვიანებს.

უკვე ცნობილია, რომ ახალი Defender-ის ბაზაზე, ცალკე ოჯახი ჩამოყალიბდება, რომელშიც სამი მოდელი შევა. ამასთან, ის პლატფორმას არსებული მოდელებისგან გაიზიარებს, რათა მისი ბიზნეს პაკეტი რენტაბელური იყოს. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი სივრცულ მზიდ სტრუქტურას დაეყრდნობა, რომელიც ძირითადად ალუმინისგან დამზადდება.

მყიდველს ახალ Defender-ს, ბორბლებს შორის ბაზის მინიმუმ ორი განსხვავებული სიგრძით შესთავაზებენ. დიდი არჩევანი იქნება ძარების მხრივაც. კერძოდ, შეთავაზებაში შევა პიკაპისძარიანი ვერსია. სხვა თავისებურებათა შორის იქნება სრულიად დამოუკიდებელი საკიდარი, გრძივად განლაგებული ძრავი, რა თქმა უნდა, სრულ ამძრავიანი ტრანსმისია, დამადაბლებელი საფეხურით.

რაც შეეხება სტილს, უკვე გაფაწყვეტილია და ამაზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი Defender-ი არ დაემსგავსება კონცეპტ DC100-ს, რომელმაც თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. როგორც კომპანიის დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, მან „უკვე იცის, როგორი იქნება ახალი Defender-ი“…