ამ სუპერ ავტომობილის დეტროიტში პრემიერისას, Ford-მა მხოლოდ ის გამოაცხადა, რომ სერია ეკობუსტის V6 ტურბო ძრავის სიმძლავრე, 600 ცხენის ძალაზე მეტი იქნებოდა. რამდენად მეტი, ამაზე მას შემდეგ მხოლოდ მარჩიელობა მიდის. უფრო ხშირად, 700 ცხენის ძალაზე ლაპარაკობდნენ. ახლახანს კი, ვიდეო თამაშ „ფორცა მოტორსპორტ 6-ის“ ვერსიით, 630 ცხენის ძალა გამოცხადდა. რა თქმა უნდა, არაოფიციალურად.

New-Ford-GT-Coming-With-630-HP-4

პოპულარული თამაშის ვერსიით, 1310-კილოგრამიან ავტომობილს 630 ცხენის ძალა და 730 ნიუტონმეტრი ემსახურება. ავტომობილის წონა კი, წინა და უკანა ღერძებს შორის, 43-57 პროპორციით არის განაწილებული. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის. ცისფერი ოვალი თავად გამოაცხადებს თავისი ყველაზე გამორჩეულ ავტომობილის მახასიათებლებს. ცნობისათვის, „ფორდ GT-ს“ პირობითი კონკურენტების, Ferrari 488 GTB’ს და McLaren 675LT’ს განკარგულებაში 650 ცხენის ძალაზე მეტია.

რაც ამ ეტაპზეა ცნობილი ისაა, რომ ახალი GT აღიჭურვება ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავით. ის სუპერ ავტომობილებისათვის კლასიკური შეთანწყობის შესაბამისად, კაბინის უკან არის განლაგებული. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს, რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება. წამყვანი უკანა ბორბლებია. ავტომობილის სტრუქტურის უმეტესი ნაწილი, მათ შორის მონოკოკური მზიდი ნაწილი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ალუმინისგან დამზადდება წინა და უკანა სუბჩარჩოები.

New-Ford-GT-Coming-With-630-HP-2

New-Ford-GT-Coming-With-630-HP-1