ლონდონის მეტროპოლიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2014 წელს მოტოციკლების გატაცების რიცხვი, 2012 წელთან შედარებით, 44 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ როგორც ირკვევა, არსებობს საშუალება, რომელიც მოტოციკლების გატაცებათა რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს. ამ საშუალებას „მოტოდოკი“ ჰქვია, ის ესპანეთშია შემუშავებული და საკმაოდ მოსახერხებელია.

motodock-is-a-cool-parking-and-anti-theft-device_9

როგორც სახელიდან ჩანს, „მოტოდოკი“ არის მოტოციკლის სადგომია, რომელზეც მოტოციკლის წინა ბორბალი მაგრდება და გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, მოწყობილობა ორბორბლიანი მანქანის გატაცებასაც უშლის ხელს. ამაში მას ერთგვარი ღუზა ეხმარება, რომელიც მოწყობილობას ოპცის სახით მოჰყვება.

motodock-is-a-cool-parking-and-anti-theft-device_3

საერთოდ, მოტოციკლებს და ველოსიპედებს ერთი კლიტით აბამენ, რომელსაც გამტაცებლები ადვილად ტეხენ. „მოტოდოკს“ კი სამი სამაგრი აქვს, რაც გამტაცებელს საქმეს ურთულებს. თვითონ მოწყობილობასაც მოჰყვება სამაგრები, რომლებიც „მოტოდოკის“ სადგომზე არსებულ ასფალტზე ან ბეტონზე დამაგრების საშუალებას იძლევა.

„მოტოდოკის“ კონსტრუქცია ისეთია, რომ მასში წინა ბორბლის მოთავსების შემდეგ, მას ავტომატურად კეტავს. მას შემდეგ, რაც ბორბალი დაფიქსირდება, შესაძლებელია დოკის ჩამკეტი მექანიზმის სპეციალური სამაგრით დაბმა. მოწყობილობას ისეთი აგებულება აქვს, რომ მკვნეტარის გამოყენება შეუძლებელია. შესაბამისად, სამაგრების გადაჭრაც გამორიცხულია.

„მოტოდოკი“ ღუზის გარეშე 470 ევრო ღირს, ცალკე ღუზის ფასი 85 ევროა, სრული კომპლექტის შეძენა კი 498 ევროდაა შესაძლებელი.