საავტომობილო კომპანიები და მათი მიმწოდებლები, თავიანთი ავტომობილებისთვის უამრავ ახალ ფერს აზავებენ და იყენებენ იმისათვის, რომ სულ მყიდველს მაქსიმალურად გაუფართოვონ არჩევანი. მაგრამ როგორიც უნდა იყოს მათი მცდელობა, არსებობს რამდენიმე ფერი, რომლებიც ავტომოყვარულებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.

ესენი ეგრედ წოდებული კლასიკური ფერებია, მათ შორის კი ყველაზე მეტად, მყიდველი თავის არჩევანს თეთრ ფერზე აჩერებს. საავტომობილო საღებავების მწარმოებელ კომპანია Axalta-ს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ახალი ავტომობილების მყიდველთა დაახლოებით 37 პროცენტი თეთრი ფერის მოყვარულია. ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. ყველაზე მეტად თეთრი ფერი ჩინთში მოსწონთ, ამ ფერის ავტომობილები, სადაც მყიდველთა 57 პროცენტს შეუძენია.

მეორე ყველაზე პოპულარული ფერი შავია. მასზე არჩევანი მყიდველთა 18 პროცენტს გაუკეთებია. ამ ფერზს უპირატესობას მეტწილად მდიდრული ავტომობილების მყიდველი ანიჭებს. მესამე ადგილზეა ნაცრისფერი, რომელიც მყიდველთა 11 პროცენტს აურჩევია. სხვა პოპულარული ფერებია წითელი და ლურჯი, რომლებზეც ბაზრის 6 პროცენტი მოდის.