მართალია, Toyota-მ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის ტიტული დაკარგა, მაგრამ Google-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მის ძებნის სისტემაში, მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მაინც იაპონური კომპანიაა. კვლევისას მოპოვებული მონაცემებით, Toyota-ს შარშან 74 ქვეყანაში ყველაზე ხშირად ეძებდნენ. იაპონური ამ მხრივ ყველაზე პოპულარული იყო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შეერთებული შტატები, ავსტრალია, ჩინეთი, ცენტრალური აფრიკის უმეტესი ქვეყნები და გრენლანდიაც კი.

მეორე ადგილი BMW-ს უკავია, რომელსაც ყველაზე ხშირად, 51 ქვეყანაში ეძებდნენ. როგორც მოსალოდნლი იყო, ბავარიულ კომპანიას ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნების მოქალაქეები ეძებდნენ. მათ შორისაა გერმანია, ბრიტანეთი, ბელგია, პოლონეთი, ავსტრია, ხორვატია, უკრაინა და ნორვეგია. მსოფლიოს მასშტაბით, BMW-ს მოყვარულთა შორის იაპონიაცაა.

სამწუხაროდ, Google-ს მიერ ჩატარებული კვლევამ საქართველოს გვერდი აუარა. ეს მაშინ, როცა ჩვენი ორივე ამიერკავკასიელი მეზობელი „დააფასა“. მათგან სომხები ყველაზე ხშირად BMW-ს ეძებდნენ, აზერბაიჯანელები კი – Hyundai-ს. კორეულ კომპანიას რუსეთშიც ყველაზე ხშრად ეძებდნენ, თურქეთში კი ყველაზე პოპულარულია Renault.

Hyundai მთელი მსოფლიოს მასშტაბით მესამე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა. ევროპაში რუსეთის გარდა, მას ყველაზე ხშირად ირლანდიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ეძებდნენ. მსოფლოს მასშტაბით კი ამ ბრენდს ინდთშიც ყველაზე ხშირად ეძებდნენ.

Volvo-ს ერთადერთი „მოყვარული“, მშობლიური შვედეთია, Fiat-ს კი ყველაზე ხშირად იტალიაში ეძებენ. Peugeot-ს ერთადერთი „დამფასებელი“ დანიაა, Mini-ს კი ყველაზე ხშირად… მხოლოდ იემენში და ლაოსში ეძებენ. თურქთის გარდა, Renault-ს ყველაზე მეტად საფრანგეთში, ალჟირსა და მაროკოში ეძებენ. Audi-ს „მოყვარული“ ქვეყანა მხოლოდ საფრანგეთის გვიანაა (სამხრეთ ამერიკა), Jaguar-ისა კი – ბელიზი (მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლელი მეზობელი).

საქართველოს გარდა, Google-ს კვლევა არ შეხებია ირანს, ჩრდილოეთ კორეას, კუბას, სუდანს, სამხრეთ სუდანს.