Molygen NG-ის შემუშავებისას, გამოყენებულია უახლესი ჰიბრიდული ტექნოლოგია MFC, რომელიც დაცვის უზადო თვისებებს, საწვავის ეკონომიას და ძრავის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ბაზისად შერჩეული НС- სინთეტიკური ზეთები და უნიკალური კომპონენტი „მოლიგენი“, ახალი თაობის ზეთების (Molygen New Generation) სამუშაო თვისებათა დიდი ხნით შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

ტექნოლოგია MFC (Molecular Friction Control – მოლეკულური ფრიქციული კონტროლი), ძრავის მოხახუნე დეტალების ზედაპირებს ლეგირებას, მოლიბდენის და ვოლფრამის იონებით ლეგირების საშუალებას იძლევა. შედეგად, ეს ზედაპირები ძალიან მტკიცე ხდება, რასაც ექსპლუატაციის დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს ხახუნს, რისი წყალობითაც, 20-30 პროცენტით მცირდება ძრავის დეტალების ცვეთა.

უპრატესობანი და საექსპლუატაციო თვისებები:

  • ძრავის მაქსიმალური დაცვა უმძიმეს საექსპლუატაციო პირობებში.
  • დანამატი განსაკუთრებით ეფექტურია ძრავის მძიმე და ექსტრემალურ რეჟიმებში მუშაობისას: ცივად დაქოქვისას, როცა ზეთი ვერ ასწრებს ძრავის ყველა შესაზეთ წერტილებამდე მიღწევას, ასევე უმძმესი დატვირთვებისას, როცა ზეთის აპკი იმდენად თხელდება, რომ მოხახუნე ზედაპირების დაშორიშორებას ვეღარ ახერხებს.
  • ძრავის სისუფთავე – ლეგირებულ ზედაპირებზე ჭუჭყი ვერ მაგრდება და აიეკლება.
  • ექსპლუატაციისას ზედაპირების მოდიფიცირების და დამატებით სარეცხი  კომპონენტების წყალობით, ჭუჭყი ვერ ახერხებს ზედაპირებზე მიკრობას. ხახუნის შემცირების წყალობით, იკლებს ზეთის ტემპერატურა, რაც ნადების წარმოქმნას უშლის ხელს.
  • გაზრდილი ანტიკოროზიული თვისებები, გამყარებული ზედაპირები, კარგად უმკლავდებიან კოროზიით დაზიანებას.
  • მოდიფიცირებული ზედაპირები გაზრდილი ანტიკოროზიული თვისებითაც გამოირჩევა.
  • მცირდება ზეთის ხარჯი და ნამწვის წარმოქმნა.
  • უახლესი, НС-ბაზირებული ზეთები გაზრდილი მედეგობით, აალების ძალიან მაღალი ტემპერატურით და დაბალი აორთქლებადობით გამოირჩევა.
  • ეკოლოგიურობა, რომელიც ნეიტრალიზაციის თანამედროვე საშუალებებთან არის თავსებადი.
  • დამატებითი ანტიფრიქციული კომპონენტები, გოგირდის და ფოსფორის შემცველობის ეკოლოგიური ზეთების (MidSAPS) დონემდე შემცირების საშუალებას იძლევა.

გამოყენების რეკომენდაციები:

  1. იმ შემთხვევებისთვის, როცა საჭიროა საწვავის ეკონომია და ძრავის რესურსის გაზრდა;
  2. მძიმე და ექსტრემალურ პირობებში გამოსაყენებლად (მართვის აგრესიული სტილი, უგზოობის პირობებში ექსპლუატაცია, ხშირი დაქოქვა ცივზე და მოკლე გარბენები);
  3. მეგაპოლისებსა და შემოგარენში მცხოვრებთა ავტომობილებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ საცობში მოძრაობა;
  4. ამერიკული და აზიური ბრენდების ავტომობილებისთვის, რომლებიც ენერგოდამზოგ ზეთებზეა (ILSAC GF-4, GF-5 კლასის) გათვლილი.

ძრავის ზეთის ტესტები:

ახალმა ზეთმა გერმანიაში მკაცრი ტესტები გაიარა ხახუნის დანადგარზე, რომელიც დგუშის რგოლების არეში ზეთის მუშაობის იმიტაციას იძლევა. ტესტების დროს გამოვლინდა, რომ ცვეთა 30 პროცენტით არის შემცირებული.

ზეთებს ასევე გავლილი აქვს ტესტები სხვადასხვა მარკის მსუბუქ ავტომობილებსა და მსუბუქ კომერციულ ავტომობილებზე. ტესტებმა აჩვენ,ა რომ MOLYGEN NG-ს გამოყენებისას, იზრდება ძრავის გამძლეობა და საიმედობა, მცირდება ზეთის და საწვავის ხარჯი.