Mitsubishi-მ ის ავტომობილები გაგვაცნ, რომლებსაც პარიზის მოტორ შოუზე წარადგენს. მათ შორის არის კონცეპტუალური პლაგ-ინ ჰიბრიდული GT-PHEV. შოუზე კომპანიის დევიზი იქნება „მართვა მომავალში: მორიგი ნაბიჯი წინ უგზოობის ავტომობილით და ელექტრული ძალით“.

იაპონური კომპანიის პავილიონში ასევე იქნება კონცეპტუალური eX, რომელიც პირველად შარშან გვიჩვენეს, ასევე Outlander-ის ევროპული ვერსია და Outlander-ი პლაგ-ინ ჰიბრიდული ძალური დანადგარით. გარდა ამისა, Mitsubishi-ს ექსპოზიციაში სხვა მოდელებიც შევა. ესენია: ASX, Pajero, Triton, i-MiEV და Mirage.

mitsubishi-gt-phev-concept-2

ამ ყველა ავტომობილს შორის, მთავარი სიახლე კონცეპტუალური GT-PHEV იქნება. ამ ავტომობილის ძალურ აღჭურვილობაში შედის ბენზინის და სამი ელექტრო ძრავი. ამათგან თითო უკანა ბორბლებს ემსახურება, ერთი კი ძრავთან და ტრანსმისიასთან ერთად მუშაობს. მათ ენერგიით დიდი ტევადობის ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ ეტაპზე, ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე ცნობილი არაა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მხოლოდ ელემენტების ენერგიით 120 კილომეტრის გავლას შეძლებს, შიდაწვის ძღავის დახმარებით კი სვლის სიშორე 1200 კილომეტრს აღწევს. უგზოობის პირობებში ავტომობილს სრულ ამძრავიანი სისტემა S-AWC (სუპერ ოლ ვილ კონტროლ) ეხმარება.