ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა – Mini-ზე ამხედრებულმა ტრიუკების ჩინელმა ოსტატმა ჰან იუემ სრული წრე ორი ბორბლით გაიარა და ეს 45 წუთში მოახერხა. მისი გარბენი პირდაპირ რეჟიმში, ფეისბუკით გადაიცემოდა.

იუეს არ დაუფუქსირებია ნურბურგრინგის უსწრაფესი წრე და არც ავტომობილით ორ ბორბალზე ყველაზე შორი მანძილი გაუვლია. თუმცა გერმანულ ტრეკზე ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია და ალბათ ჩინელის გამოსვლა დიდხანს დარჩება „მწვანე ჯოჯოხეთის“ გამორჩეულ მიღწევათა სიაში.

იუემ ნურბურგრინგის წრე 28 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა. რეკორდის ავტორი ამბობს, რომ სიჩქარე უფრო მეტიც იქნებოდა, რომ არა შუა გზაზე წარმოქმნილი პრობლემა. მანქანს ვიბრაცია დაეწყო, რის გამოც, მას შიცქარის შემცირებამ მოუწია. იუე ვარაუდობს, რომ ვიბრაცია უკანა ბორბალმა გამოიწვია. არადა, ტესტების დროს, მსგავსი პრობლემა არ შექმნილა. ამის გამო, სტარტიდან მე-6 კილომეტრზე მხრის ტკივილი დაეწყო. არადა, წინ კიდევ 15 კილომეტრი იყო გასავლლი.

და მაინც, მან შეძლო დსტანციის დასრულება. პრობლემების მიუხედავად, წონასწორობა არც ლეგენდარულ მოსახვევ „კარუსელის“ გავლისას დაუკარგავს. ეს მოსახვევი უხარისხო საფარით და დახრილი პროფილით გამოირჩევა და იქ ოთხი ბორბლითაც ხშირად უშვებენ შეცდომებს.

იუემ თავისი გარბენისთვის სტანდარტული ჰეჩბეკი გამოიყენა, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების კარკასით აღჭურვა. გარდა ამისა, ავტომობილს სპეციალური საბურავები დაუყენეს, რომელსაც გაძლიერებული გვერდითა ნაწილები აქვს.

ფეისბუკზე გარბენს საშუალოდ 1 500 ადამიანი ადევნებდა თვალს, ხანდახან კი მაყურებელთა რიცხვი 8 000-საც აღწევდა. ვიდეო ჩანაწერს კი უკვე 200 000-ზე მეტი მნახველი ჰყავს.