Ferrari F50 მხოლოდ 349 ცალი დამზადდა. აქედან მხოლოდ 50 ცალი გაიყიდა ამერიკის ბაზარზე. მათგან ერთი, სწორედ ის, რომელიც ამ ფოტოებზეა გამოსახული, ლეგენდარულ მოკრივე მაიკ ტაისონს შეუძენია. ეს კი დამატებითი ფაქტორია იმისათვის, რომ აუქციონზე მან ბევრი მყიდველი დააინტერესოს.

„რკინის მაიკის“ სუპერ ავტომობილს მხოლოდ 5 694 მილი (9 100 კილომეტრზე მეტი) აქვს გავლილი და შესანიშნავ მდგომარეობაშია. ავტომობილს აქვს Ferrari Classiche-ს სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილი ორიგინალურია. მას აქვს Tubi-ს (ეს კომპანიაც მარანელოშია ბაზირებული და „ფერარის“ ავტომობლებისთვის გამოსაბოლქვ მილებს ამზადბს) გამოსაბოლქვი მილები, რომლებიც 4.7-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავის ხმას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს.

სააუქციონო სახლი RM Sotheby ვარაუდობს, რომ ამელია აილენდის აუქცონზე, რომელიც ამ თვეში ჩატარდება, ტაისონის ნაქონი F50 მინიმუმ 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდება. თუ ასე მოხდეა, ის გახდება აუქციონებზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირი F50. ამ ავტომობილში ყველაზე მეტი თანხა – 3.0 მილიონი დოლარი ახლახანს, არიზონაში გამართულ აუქციონზე გადაიხადეს.