Chevrolet წარმოებისთვის მერვე თაობის Corvette-ს ამზადებს, რომელსაც შუაძრავიანი შეთანწყობა ექნება. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი (Tremec-ის წარმოების TR-9007) შეუწყვილდება.

გადაცემათა კოლოფი წამყვან ხიდთან ერთ ბლოკში, ტრანსღერძული სქემით გაერთიანდება. კოლოფს ექნება ალუმინის კორპუსი და ის გაუშლებს 9 000 ბრუნს წუთში და 900 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს. სწორედ ასეთი ტრანსმისიით არის აღჭურვილი ის სატესტო პროტოტიპები, რომლებიც ტრეკზე გადიან ტესტირებას.

chevrolet-corvette-grandsport-7

ამ ავტომობილის ფანები და ენთუზიასტები იმედოვნებდნენ, რომ გადაცემათა კოლოფი მექანიკური იქნებოდა. მაგრამ როგორც ირკვევა, ნახევრად ავტომატურ ტრანსმისიაზე არჩევანი, სუპერ ავტომობილის შემუშავების ღირებულების შესამცირებლად გაკეთდა. საერთოდ, ასეთი კოლოფი მექანიკურზე ძვირია, მაგრამ შუაძრავიან შეთანწყობაზე გადასვლის გამო, Chevrolet-ს სრულიად ახალი კოლოფის შემუშავება მოუწევდა, რაც ძვირი ჯდებოდა. ეს იმ დროს, როცა ამერიკულ კომპანიას სრულიად ახალ პლატფორმაზე მუშაობა უწევდა, რაც ისედაც ძვირი სიამოვნებაა. მეორე მხრივ, შესაძლებელი იყო Tremec-ის კოლოფის გამოყენება.

chevrolet-corvette-grandsport-2

მაგრამ რობოტიზებული კოლოფები ფართოდ დამკვიდრდა სუპერ ავტომობილებში და ამ მხრივ, მერვე თაობის Corvette-ს არაფერი დააკლდება. მითუმეტეს, ამ ავტომობილის პირდაპირი კონკურენტი Ford GT, სწორედ ასეთი კოლოფითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, სუპერ ავტომობილების ევროპელი მწარმოებლებიც სხვა კომპანიების კოლოფებს (მეტწილად რობოტიზებულს) იყენებენ.

სავარაუდოდ, ახალი Corvette-ს პრემიერა 2018 წელს გაიმართება, მისი გაყიდვები კი მომდევნო წელს დაიწყება.

chevrolet-corvette-grandsport-4