ბრიტანული კომპანია MG, რომელიც ჩინური Nanjing Automobile-ს (თავის მხრივ, ეს კომპანია ჩინური SAIC-ის ჯგუფის წევრია) მფლობელობაშია, თავისი უგზობის მოდელების ოჯახის გაფართოებას აპირებს. ამ ოჯახში სულ სამი ავტომობილი შევა. ერთს MG უკვე უშვებს და ესაა კომპაქტური GS. ორი ახლიდან, ერთი კომპაქტური და ერთიც სუბკომპაქტური მოდელი იქნება. ეს უკანასკნელი კონკურენციას პოპულარულ Nissan Juke-ს გაუწევს.

ბრიტანულ გამოცემა ავტოქართან საუბრისას, MG-ს გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა მეთიუ ჩეინიმ განაცხადა, რომ საჭიროა „სწორ“ სეგმენტებში მუშაობა, რათა კომპანიამ მოგებაზე იმუშაოს. ასეთი კი უგზობის ავტომობილების სეგმენტია, რომელიც ავტომობილების უყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. ჩეინის თქმით, მეორე უგზობის მოდელი B-სეგმენტისა იქნება. ბაზარზე ეს ავტომობილი მომავალი წლის ბოლოს გამოვა.

MG-To-Expand-SUV-L

B და C სეგმენტების უგზობის მოდელების შემდეგ, ჯერი უფრო დიდ ავტომობილზეც მიდგება. უპირველეს ყოვლისა, MG ისეთ ავტომობილებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებიც ბრიტანული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამ ეტაპზე, ბრიტანული კომპანია სხვა ტიპის ავტომობილების შესახებ არაფერს ამბობს და სავარაუდოდ, ჯერ ყურადღებას მხოლოდ უგზობის მოდელებზე გაამახვილებს.

„ჯერჯერობით, როდსტერის წარმოებას არ ვგეგმავთ. თუმცა ახლ პლატფორმაზე, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, როდსტერის შემუშავება ადვილი იქნება. ორადგილიანი ღია ავტომობილების ბაზარი ამჟამად კლებულობს. ამიტომ, ასეთის გამოშვებას აზრი არ აქვს. ჩვენი კომპანია ცნობილია, როგორც კარგი მართვადობის მქონე ავტომობილების მწარმოებელი. და ამ მხრივ, ჩვენ ტრადიციას ისედაც ვაგრძელებთ“, – ამბობს ჩეინი.