უგზობის ავტომობილებს მისი მწარმოებლებისთვის სოლიდური მოგება მოაქვს. სწორედ ამიტომ, Bentley-მ და Maserati-მ ასეთი ავტომობილების გამოშვება დაიწყეს. Porsche ხომ ბაზრის ამ სეგმენტში ახალი მოთამაშე აღარაა. მალე Lamborghini და Aston Martin-იც კი გამოუშვებენ უგზობის სუპერ ავტომობილებს და რაღა გასაკვირი უნდა იყოს, რომ Mercedes-მა თავისი ლიმუზინების შტო Maybach-ის ბრენდით, უგზობის მოდელის წარმოება გადაწყვიტოს.

2017-Mercedes-GLS-2

ამ თემაზე უკვე ერთი წელია, რაც კომპანია მსჯელობს და ამას არც მალავს. სუპერ ლუქსის კლასის უგზობის ავტომობილების სეგმენტი ფაქტობრივად ჩამოყალიბდა და ის გულგრილს ალბათ არც შტუტგარტელებს დატოვებს. მითუმეტეს, ამისთვის შესაფერისი ბრენდი გაჩნიათ Maybach-ის სახით.

Mercedes-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ოლა კალენიუსმა, გამოცემა
ტოპ გიართან“ საუბრისას განაცხადა, რომ Maybach-ის ბრენდით სუპერ ქროსოვერის გამოშვებას არ გამორიცხავს: „გამოვუშვებთ თუ არა სუპერ ლუქს SUV-ს? ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ არ მგონია, ეს ახლანდელი პლატფორმით გავაკეთოთ. ასე რომ, თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს ავტომობილი, მომავალი თაობის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული“.

2017-Mercedes-GLS-4

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, Mercedes-მა ბრენდი Maybach-ი ცოტა ხნის წინ აღადგინა. მის მოდელებს S-კლასის გრძელბაზიან არქიტექტურაზე ამზადებს. და ძველი „მაიბახისგან“ განსხვავებით, ახალი ბრენდის ავტომობილები პოპულარობით სარგებლობს. მარტო ჩინეთის ბაზარზე, თვეში იმაზე მეტი Maybach-ი იყიდება, ვიდრე სახელის მქონე კომპანია, მისთვის ყველაზე წარმატებულ წლებში ჰყიდდა.

და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, სამქიმიანებმა Maybach-ის ქროსოვერი არ უნდა გამოუშვან. ამისათვის მათ ბაზისად შემდეგი თაობის GLS გამოადგებათ, რომლის უმაღლესი დონის ვერსიები, სწორედ Maybach-ის მარკით გაიყიდება.