როგორც წესი, ავტოკომპანიები ავტომობილებს საკუთარ ქარხნებში აწარმოებენ. მაგრამ ხანდახან, მაგალითად როცა საწარმოო სიმძლავრეები არ ჰყოფნით, წარმოებას სხვა კომპანიებს უკვეთავენ, რომლებიც სწორედ ამ საქმეზე არიან სპეციალიზებულები. სწორედ ამის გამო, Mercedes-ის შეკვეთით, A-Class-ის მოდელს 2013 წლიდან ფინური Valmet-ი აწარმოებს.

ახლა კი ამავე კომპანიამ შტუტგარტელთა კიდევ ერთი მოდელის – ქროსოვერ GLC-ს წარმოება დაიწყო. საერთოდ, Mercedes-ი ამ მოდელს თავის ბრემენის ქარხანაში აწარმოებს, მაგრამ მზარდი მოთხოვნის გამო, რომლის დაკმაყოფილებაც ბრემენულ საწარმოს სიმძლავრეებს აღემატება, საქმეში Valmet-ის ჩართვა გადაწყდა. ეს ავტომობილების კონტრაქტით მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა ევროპაში.

A-Class-ის და GLC-ს გარდა, Mercedes-ი კონტრაქტორების დახმარებით, სხვა მოდელებსაც უშვებს. მაგალითად, G-Class-ს ავსტრიული Magna Steyr-ი აწარმოებს. ამავე კომპანიაში გადამისამრთებული იყო E-Class-ის და M-Class-ის წარმოების ნაწილიც. ავსტრიული კომპანია სევე აწარმოებდა SLს და SLS-ის კომპონენტებს. გარდა ამისა, ჩინეთში საექსპორტოდ, R-Class-ს მხოლოდ AM General-ის ინდიანას (აშშ) ქარხანა აწარმოებს. CLK-ს წარმოებისთვის კი შტუტგარტელები Karmann-ის (გერმანია) საწარმოო სიმძლავრეებს იყენებენ. დაბოლოს, Smart Forfour-ს „რენო“ საფრანგეთში აწარმოებს.