სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Mercedes-Benz-ი წყალბადის ფიჭურ ელემენტებიან GLC-ზე მუშაობს და აი, სამქიმიანებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას მომავალ წელს გამოუშვებენ.

Mercedes-GLC-F-Cell-Hydrogen-Prototype-1

„გზა მომავლისკენ“ – ასე ჰქვია შტუტგარტში გამართულ ღონისძიებას, რომელზეც გერმანულმა კომპანიამ წარმოებისთვის მომზადებული GLC F-Cell-ი წარადგინა, მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ავტომობილი, რომელსაც დენის წყაროდან დამუხტვის შესაძლებლობა (პლაგ-ინ) გააჩნია და მხოლოდ ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში შენახული ენერგიით სოლიდური მანძილის (48 კილომეტრი) გავლა შეუძლია.

მაგრამ ამ ავტომობილის ყველაზე გამორჩეული სიახლე, წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიაა. ის იმ ადგილს იკავებს, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებზე შიდაწვის ძრავია ხოლმე განლაგებული. სისტემა „ფორდთან“ პარტნიორობით შეიქმნა. სისტემა ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს და მას ელექტრო ძრავს აწვდის, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს.

Mercedes-GLC-F-Cell-Hydrogen-Prototype-2

ფიჭური ეემენტებისთვის საჭირო წყალბადი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ორ ავზში ინახება, რომელთა ჯამური ტევადობაც 4.3 კილოგრამია. ავზებში წყალბადი 700 ბარი წნევით ინახება. ავზების ავსებას სულ რაღაც, 3 წუთი ჰყოფნის. საწვავის ეს მოცულობა საკმრისია იმისათვის, რომ ავტომობილის სვლის მაქსიმალური სიშორე 500 კილომეტრი იყოს.

წარდგენისას Merceds-Benz-მა განაცხადა, რომ GLC F-Cell-ი პირველ რიგში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში და იაპონიაში გაიყიდება. მოგვიანებით მას ბრიტანეთშიც შეიტანენ.