Mercedes-მა ორი კონცეპტუალური პიკაპი გაგვაცნო, რომელთა სერიული ვერსიაც, სახელ X-Class-ით მალე გამოვა ბაზარზე. კონცეპტუალურ ავტომობილები განსხვავებული ხასიათით და სახელით გამოირჩევა. მათგან ერთს Stylish Explorer-ი ეწოდება და ის პრემიუმ და სპორტული ხასიათით გამოირჩევა. მეორეს სახელია Powerful Adventurer-ი და ის ყველგანმავლის თვისებებით მოხიბლავს ოფროუდის მოყვარულს.

სავარაუდოდ, სერიული ვერსია უფრო დახვეწილი გარეგნობის მქონე Stylish Explorer-ის ბაზაზე დამზადდება. მას გამოარჩევს უფრო მდიდრული ინტერიერი, სპორტული ბამპერები და ალუმინის ზორბა, 22-დუიმიანი ბორბლები. მეორე მხრივ, Powerful Adventurer-ს მაღალი კლირენსი, ძარის შედარებით უხეში ელემენტები, ასევე უგზოობის შესაფერისი ბორბლები და საბურავები გამოარჩევს, რომლებიც უფრო განიერ თაღებშია მოქცეული.

mercedes-benz-x-class-pickup-concepts-2

„X-Class-ით ჩვენს გამაში არსებულ დიდ სიცარიელეს შევავსებთ. ჩვენი მიზანი ისაა, რომ მომხმრებლებს ის ავტომობილები შევთავაზოთ, რომლებიც მათს სპეციფიკურ საჭიროებებს შეეფერება. ახალი პიკაპი, ამ მზარდ სეგმენტში ახალ სტანდარტს ჩამოაყალიბებს“, – ავტომობილების წარდგენისას განაცხადა Mercedes-Benz-ის შეფმა დიტერ ცეტშემ.

პიკაპის საბაზო აღჭურვაში შევა უკანა ამძრავიანი სისტემა, სრულ ამძრავინ ვარიანტს კი მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. ძრავების გამაში შევა ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი აგრეგატები. კონცეპტუალურ ავტომობილებზე კი შტუტგარტელებმა V6 დზელი გამოიყენს, რომელმაც შესაძლოა სერიულ ავტომობილზეც გადაინაცვლოს და ამ შემთხვევაში, ის ტოპ ვერსიებისთვის იქნება განკუთვნილი. ასეთი ძრავით და AWD სისტემით აღჭურვილი X-Class-ი 1.1 ტონაზე მეტი ტვირთის ზიდვას შეძლებს. იმავდროულად, მას 3.5-ტონიანი მისაბმელის ტარების უნარიც ექნება.

mercedes-benz-x-class-pickup-concepts-4

AWD სისტემით ეკიპირებული ავტომობილები ასევე აღიჭურვება დამადაბლებელი კოლოფით, დიფერენციალის ბლოკირებით და ტრექშნ კონტროლით, რაც უგზოობისას მის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ავტომობილი შასის Nissan Navara-სგან და Renault Alaskan-ისგან გაიზიარებს. თუმცა, Mercedes-ის ინჟინრებმა ამ შასიზე წინა საკიდარის მაკფერსონის საყრდენები და უკანა საკიდარის ხუთბერკეტიანი სისტემა გააუმჯობესეს.

გარდა ამისა, Mercedes-ის პიკაპებს უფრო მაღალი კლასის კაბინები ექნება. მისი მაჩვენებლების დაფა იგივე იქნება, რაც გერმანული კომპანიის სხვა მოდელებზე. მათ საერთო ექნებათ ინფოტაიმნემტ სისტემებიც, მათი სენსორული ეკრანებიანად. ინტერიერში Nissan-Renault-ის პიკაპებთან საერთო კომპონენტი, ხელის მუხრუჭი იქნება.

Mercedes-ი ამბობს, რომ პიკაპ X-Class-ის სერიული ვერსიის ევროპულ დებიუტს მომავალი წლის მეორე ნხევარში გეგმავს.