ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს მაგრამ ხანდახან, უბრალოდ უნდა ვაღიაროთ – რაღაც ნამდვილად გენიალურია, თუნდაც ჩვენ არ მოგვწონდეს. გემოვნებაზე ზუსტადაც რომ ყველაზე მეტს დაობენ მაგრამ რთულია იდაო იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ – Mercedes-Benz G-500 4×4.

მისი კონცეპტი 70იანების დასაწყისში შეიქმნა გერმანული არმიისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც 1979 წელს დაიწყო მისი წარმოება, აღმოჩნდა რომ მას ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდა.

ეს ვერსია G63 AMG 6×6 ბაზაზეა შექმნილი, რომელიც მიუხედავად მისი საოცარი შესაძლებლობებისა, ზედმეტად დიდი და მოუხერხებელია ქალაქის პირობებში სამართავად. რამდენი თვის წინ დაიმლერმა ოფიციალურად შეწყვიტა მისი გამოშვება, და ახალი 4×4 ანუ 4 ბორბლიანი ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც ადაპტირებულია ქალაქში მოძრაობისთვის.

მისი ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა მწარმოებელი წინასწარ გავრწმუნებს ერთ რამეში – ეს ახალი სიტყვა იქნება ავტოინდუსტრიაში და განსაკუთრებით, უგზოობის პირობებში. მათი სიტყვების პირველი დადასტურება კი რამდენიმე კვირის წინ, პირველ გამოცდაზე მოხდა.

M-G500-2

მისი ტესტირება სამხრეთ ესპანეთში მოხდა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. „Really, it go anywhere. We couldn’t believe what we saw” – ასე შეაფასა ის „ World Auto News”- რედაქციამ.

ის ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და სერიული წარმოება 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ყველაზე საინტერესო ისაა რომ მისი დიზანია, 36 წლის განმავლობაში, თითქმის არ შეცვლილა, მცირე დეტალებს თუ არ ჩავთვლით. ამის მიუხედავად, ის ავტო და განსაკუთრებით Off-roadის მოყვარულებსთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მანქანად რჩება.