Mercedes-Benz-მა შტატ ნევადის ხელისუფლებისგან, შტატის ტერიტორიაზე ახალი E-Class-ის ავტონომიური ვერსიის ტესტირების ლიცენზია მიიღო. ყველა ავტონომიური ავტომობილი, რომლებიც ტესტირებას შტატ ნევადაში გადიან, მრავალი მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლებიც სპეციალურად შემუშავებული პროგრამით მუშაობენ. მათ შორისაა საჭის მოდიფიცირებული სისტემა, სენსორები და კამერები.

რაც შეეხება ახალ E-კლასს, მის შემთხვევაში, შტატის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და შტატის მთელი ტერიტორიაზე, ავტომობილის მცირე მოდიფიკაციებით ტესტირების უფლება გასცა. ეს მოდიფიკაციები კი საკონტროლო კვანძ „დრაივ პაილოტს“ ჩაუტარდება. ამასთან, ლიცენზიაში ხაზგასმულია, რომ ტესტირებისას ავტომობილში აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს მძღოლი, რათა მოხვევის და ზოლებს შორის მანევრირებისას, მართვა თავის ხელში აიღოს. ამასთან, ავტომობილში მგზავრიც უნდა იმყოფებოდეს.

ავტონმიური ავტომობილების ტესტირების მხრივ, ნევადა ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი საგზაო ინფრასტრუქტურა და დატვირთვა, ახლოსაა ამერიკის გზების შესაბამის საშუალო მაჩვენებლებთან. რაც მთავარია, ეს შტატი, ავტონომიური მართვის ტექნოლოგების გამოსაცდელად, ყველაზე მისაღები კანონმდებლობით გამოირჩევა.